in

ESKIMI – პროგრამატიკული რეკლამის სერვისი, რომლითაც 2.5 მილიონ ციფრულ პლატფორმაზე შეძლებთ განთავსების ყიდვას

Eskimi გახლავთ ლიეტუვური ad-tech პროგრამატიკული რეკლამის პლატფორმა, რომელსაც ჰყავს 1.5 მილიარდზე მეტი პროფილირებული მომხმარებელი მსოფლიოში და 2.3 მილიონი – საქართველოში.

პროგრამატიკული რეკლამის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ფუნქცია, რომელიც მარკეტერებს იზიდავს, მონაცემებზე დამყარებული ავტომატიზებული ტექნოლოგიაა. ეს ტექნოლოგია ბრენდებს საშუალებას აძლევს, სამიზნე აუდიტორიას მისწვდნენ წამებში და ეფექტურად შეასრულონ სარეკლამო მიზნები.

ხუთ წელზე მეტია, რაც საერთაშორისო კომპანია Eskimi საქართველოში ოპერირებს და რეკლამის დამკვეთებს ეხმარება თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციაში სხვადასხვა ინოვაციური სარეკლამო ფორმატის გამოყენებით, ასევე კამპანიების მართვაში მრავალ არხსა და მოწყობილობაზე, რეალურ დროში ოპტიმიზაციით. Eskimi-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი გიორგი აქუბარდია პროგრამატიკული რეკლამის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე გვიამბობს.

M: პირველ რიგში, მკითხველს გავაცნოთ – რას საქმიანობს Eskimi?

გიორგი აქუბარდია

Eskimi ეხმარება სააგენტოებსა და ბრენდებს მაღალი შედეგების მქონე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში, განხორციელება და ოპტიმიზაციაში, ინოვაციური Rich Media კრეატივებისა და მოწინავე მიზნობრივი სტრატეგიების გამოყენებით. ჩვენ გვყავს გლობალური გუნდები, რომლებიც 30-ზე მეტ ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი და ვაერთიანებთ პროგრამატიკას, დიდ მონაცემებს და ციფრულ მედიას ერთ ძლიერ პლატფორმაში, გლობალური წვდომით.

პროგრამატიკული რეკლამა ავტომატურად უზრუნველყოფს სარეკლამო სივრცის შეძენის პროცესს. ეს ზუსტი სამიზნე აუდიტორიის შერჩევისა და რეალურ დროში ცვლილებების შეტანის საშუალებას იძლევა, რითაც იზრდება ეფექტურობა და მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს ინვესტიციის დაბრუნება (ROI). მისი მასშტაბურობა და ფართო მონაცემებზე წვდომა საშუალებას აძლევს ბიზნესებს უფრო ფართო და რელევანტურ აუდიტორიას ეფექტურად მიაღწიონ.

M: რა უპირატესობა აქვს პროგრამატიკულ რეკლამას, სოციალური მედიის რეკლამასთან შედარებით?

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება კონკრეტული აუდიტორიის მისაღწევად, პროგრამატიკა უფრო ეფექტურ და ავტომატიზებულ რეკლამების შესაძენ პროცესს გვთავაზობს ასობით ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმაზე, ქართული ენის მხარდაჭერით.

გარდა ამისა, სოციალური მედია და პროგრამატიკული რეკლამა ბევრი კომპონენტით განსხვავდება, რეკლამის ტიპების, მიზნობრიობისა და მონაცემების მიხედვით. პროგრამატიკით შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატის სარეკლამო მასალის მიწოდება და მათი მორგება თქვენს სურვილებზე. პროგრამატიკული მიზნობრიობა მოიცავს დემოგრაფიულ და ქცევით, ასევე დამატებით ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ტელეკომის მონაცემები და კონტექსტუალური მონაცემები, ასევე შესაძლებელობას, უფრო სიღრმისეულად ოპტიმიზდეს თითოეული და გამოიყენოს ისეთი პარამეტრები, როგორიცაა სოციალურიეკონომიკური ან დღის პერიოდის მიზნობრიობა.

M: როგორია გუნდის გამოცდილება?

ბოლო 8 წლის განმავლობაში, 100-ზე მეტ ქვეყანაში 200,000-ზე მეტი სარეკლამო კამპანია ჩავატარეთ. საქართველოში Eskimi- გუნდი შედგება 3 წევრისგან, რომლებიც მუშაობენ სარეკლამო ოპერაციების, ანგარიშების მართვისა და გაყიდვების გუნდებში. Eskimi მუშაობს სხვადასხვა ვერტიკალის კლიენტებთან საქართველოში, როგორიცაა PepsiCo, KFC, Adjarabet, საქართველოს ბანკი და სხვა.

M: ვისთვის არის საინტერესო პროგრამატიკული რეკლამისთვის თქვენთან თანამშრომლობა?

პროგრამატიკული რეკლამა ყველაზე პოპულარულია FMCG, ტელეკომუნიკაციის, ელექტრონიკის, ავტომობილების, ფინანსების და ბანკინგის, აზარტული თამაშების, უძრავი ქონებისა თუ ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველოში.

Eskimi არის შესანიშნავი არჩევანი ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც იწყებენ ცნობადობისა და ტრაფიკზე ორიენტირებულ კამპანიებს. კომპანიებს, რომლებსაც სურთ თავად აკონტროლონ პროცესი, ისარგებლებენ თვითმომსახურების სერვისით, ხოლო მათ, ვისაც სურთ დახმარება სტრატეგიის შექმნაში, კამპანიების ოპტიმიზაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში – შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პრემიუმ მართული სერვისით და ადგილობრივი მხარდაჭერით.

M: რა უპირატესობა აქვს Eskimi-ის სერვისებს, კონკურენტებთან შედარებით?

განვითარებული Rich Media ფორმატები

ჩვენ ვიცით, რომ კრეატიულობა არის წარმატებული პროგრამატიკული რეკლამის გასაღები. ამიტომ ყოველთვის ვქმნით ახალ და უნიკალურ იდეებს, რათა ჩვენი პარტნიორები გამორჩეულად წარმოჩინდნენ გადატვირთულ სარეკლამო ლანდშაფტში. ყოველთვიურად, ჩვენ ვქმნით 3-4 ახალ სარეკლამო ფორმატს, მაგალითად:

ინტერაქტიული რეკლამების კონსტრუქტორი

ჩვენი ინტერაქციული რეკლამების კონსტრუქტორი პლატფორმაზე საშუალებას გაძლევთ სწრაფად შექმნათ მზად Rich Media ფორმატები რამდენიმე წუთში თქვენი არსებული კრეატივების გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენი კრეატიული გუნდი მზად არის დაგეხმაროთ პერსონალიზებული Rich Media ფორმატების შექმნაში, რათა თქვენი უნიკალური იდეები რეალობად ვაქციოთ.

ენის მხარდაჭერა და მიღწევა საქართველოში

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ ენაზე რეკლამირებას. Eskimi- აქვს ერთერთი უმაღლესი მიღწევა, 2.3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი საქართველოში, 10,000-ზე მეტი ადგილობრივი და გლობალური გამომცემლის საშუალებით.

თამაშის შიგნით რეკლამა

Eskimi გთავაზობთ უნიკალურ სარეკლამო არხებს, როგორიცაა თამაშის შიგნით მეტავერსი რეკლამები. ეს რეკლამები ინტეგრირებულია მობილურ თამაშებში, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებთან ჩართვას სათამაშო გარემოში. ეს კი არაინტრუზიულ, მაგრამ ძალიან ხილვად სარეკლამო გამოცდილებას უზრუნველყოფს.

ყურადღების მონიტორინგი

Eskimi არის ერთადერთი პლატფორმა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს Lumen Attention Tracking, cutting-edge Adtech ინსტრუმენტს თქვენი სარეკლამო კამპანიების წვდომის გასაზომად. მხოლოდ ხილვადობის ან კლიკის დათვლის ნაცვლად, ის ზომავს ფაქტობრივ დროს, რომელსაც მომხმარებელი ატარებს რეკლამასთან. ეს გაძლევთ სიღრმისეულ ინფორმაციას მომხმარებელთა ჩართულობის შესახებ და ეხმარება ბრენდებს, შეაფასონ მათი კამპანიების რეალური ეფექტურობა.

M: როგორაა შესაძლებელი ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა, გლობალურ აუდიტორიაზე წვდომით, თქვენი დახმარებით?

როგორც საერთაშორისო კომპანიას, ჩვენ გვყავს პროფესიონალები სხვადასხვა ბაზარზე. ისინი კარგად იცნობენ ადგილობრივ პირობებს და ყველაზე ეფექტურ სტრატეგიებს. ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან არხებს ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად, მათ შორის Display, Native, In-Game, Video და Audio. ერთ პლატფორმაში შეგიძლიათ აწარმოოთ ყველა კამპანია სხვადასხვა ქვეყნისა თუ არხისთვის.

M: როგორ იგეგმება სარეკლამო კონტენტი?

ჩვენი ექაუნთ მენეჯერი დაგეხმარებათ საუკეთესო მიზნობრივი პარამეტრების, ფორმატებისა და არხების შერჩევაში და თქვენი მოთხოვნის მიხედვით სტრატეგიის შექმნაში.

კრეატიული გუნდი დაგეხმარებათ Rich Media- კონცეპტუალიზაციიდან შესრულებამდე, რაც საშუალებას აძლევს სააგენტოებს და ბრენდებს, მიაწოდონ ინოვაციურ და დასამახსოვრებელ კამპანიებს.

AdOps სპეციალისტი მართავს თქვენს კამპანიას დაწყებიდან დასრულებამდე, ოპტიმიზებას უკეთებს მათ და უზრუნველყოფს რეკომენდაციებს რომ თქვენი KPI-ები შესრულდეს.

M: რა ბიუჯეტთან არის დაკავშირებული პროგრამატიკული რეკლამა?

Eskimi-ის პლატფორმა არის საუკეთესო არჩევანი საშუალო და დიდი საწარმოებისთვის, რომლებიც აფართოვებენ ცნობადობის, ტრაფიკისა და ჩართულობის კამპანიებს თავიანთ აუდიტორიასთან. რეკლამის დამკვეთებს შეუძლიათ განსაზღვრონ მაქსიმალური ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს, რომ ისინი არ დახარჯავენ გეგმაზე მეტს. ბრენდები ჩვეულებრივ ხარჯავენ $500-დან $10,000-მდე თვეში.

ხილვადობის, დაწკაპუნების რაოდენობა, ვებგვერდები, რომლებზეც თქვენი რეკლამები გამოჩნდება, და სხვა კამპანიის მონაცემები შეგიძლიათ რეალურ დროში აკონტროლოთ Eskimi პლატფორმაზე და არ გჭირდებათ კამპანიის დასრულებამდე დალოდება მის შეფასებაში, რაც საშუალებას იძლევა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

პროგრამატიკული რეკლამის საშუალებით შეგიძლიათ ოპტიმიზაცია კამპანიების მიმდინარეობისასაც, ცვლილებების შეტანით საჭიროებისამებრ და დადებითი გავლენის მოტანა საბოლოო შედეგზე.

ჩვენ ვთავაზობთ Marketer.ge-ს მკითხველებს, რომლებსაც Eskimi პლატფორმაზე ახალი სარეკლამო კამპანიები სურთ, 10%-იან ფასდაკლებას პირველ კამპანიაზე სპეციალური კოდით Marketer10*.

*შეთავაზება მოქმედებს 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე და მოითხოვს მინიმალურ ბიუჯეტს $1,000.

[R]

„Apple-ის მოწყობილობებით ჩემს კომპანიაში ვერავინ შემოვა” – ილონ მასკი Apple-ის OpenAI-სთან თანამშრომლობამ გააბრაზა

მილანის სიმფონიური ორკესტრის ბრენდინგი თაობა ზეტის მოსაზიდად შეცვალეს