in

ESMOD საქართველოში BTU-სთან პარტნიორობას იწყებს

მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს.

აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი პარიზში ESMOD-ის კამპუსში მოეწერა.

კურსების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები,  ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები, ESMOD-ის მოწინავე კურსდამთავრებულები და ადამიანები, რომლებიც დღედღეობით საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ მოდის სფეროში.

მათ შორის, ცნობილი მოდელი – თაკო ნაცვლიშვილი და დიზაინერი ნინა გავაშელი, რომლებიც BTU – სთან პარტნიორობით პროექტის ინიციატორებიც არიან.

მათი ჩართულობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ  მსოფლიო მოდის სფეროში არსებულ გამოწვევებს და გამოცდილებას. სტუდენტებს მათი მხარდაჭერა უწყვეტად ექნებათ  რაც სტაჟირებებსა თუ სხვა დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაშიც დაეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდილება მიიღონ როგორც ქართულ მოდის სახლებში და მოდის რითეილში,  ასევე ლექტორების დახმარებით საერთაშორისო მოდის ქალაქებში გაიარონ სტაჟირება.

ESMOD მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც 175 წელზე მეტია ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში და 13 ქვეყანაში 20 სკოლას ფლობს. მის კურსდამთავრებულებს შორის არიან Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, Vestiaire Collective-ის დამფუძნებელი Sophie Hersan და სხვა.

საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები განხორციელდება 2025 წლის გაზაფხულიდან.
სრული პროგრამა მოიცავს 3 ცალკე კურსს: The Fashion Market, Creative Process Management, From Market to Consumer.

აღსანიშნავია, რომ 3 კურსიდან   ერთ-ერთზე – The Fashion Market დაინტერესებული პირებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. 

 The Fashion Market, რომელიც 60 საათიანია შედგება 5 მოდულისგან:

  • TRENDS;
  • FASHION CULTURE;
  • MARKETING – STORYTELLING;
  • MARKETING – POSITIONING;
  • PRODUCT TYPOLOGY.

პროგრამის ღირებულებაა 1700 ევრო.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ვებგვერდზე

[R]

რატომ შეუცვალეს ფერი YouTube-ს? — კითხვას პლატფორმის დიზაინერები პასუხობენ

Starbucks მომხმარებლებს თავს ხელახლა აცნობს — Hello Again