17 მარტს, სასტუმრო სტამბაში, ESMOD-სა x BTU-ს პარტნიორობის ფარგლებში ალბან ადამის მასტერკლასი გაიმართა, რომელიც სპეციალურად ამ მასტერკლასისთვის ჩამოვიდა საქართველოში და თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა ქართველ მოდის პროფესიონალებსა და სტუდენტებს.
ალბან ადამი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა თანამედროვე მოდის კომუნიკაციაში. მისი კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Mugler, Diesel და Balenciaga, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათ საერთაშორისო იმიჯისა და სტრატეგიული განვითარებისთვის.
ეს მასტერკლასი არის ESMOD x BTU პარტნიორობის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში არაერთი საერთაშორისო მოდის ექსპერტი ჩაატარებს მასტერკლასებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში.
ეს არის უნიკალური შანსი მოდის ინდუსტრიის ყველა ენთუზიასტისთვის, შეისწავლონ თანამედროვე მოდის კომუნიკაციის სტრატეგიები პირდაპირ მსოფლიო ბრენდების ლიდერისგან.
[R]