მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს.
აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი პარიზში ESMOD-ის კამპუსში მოეწერა.
კურსების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები, ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები, ESMOD-ის მოწინავე კურსდამთავრებულები და ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ მოდის სფეროში.
მათ შორის, ცნობილი მოდელი – თაკო ნაცვლიშვილი და დიზაინერი ნინა გავაშელი, რომლებიც BTU – სთან პარტნიორობით პროექტის ინიციატორებიც არიან.
საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები განხორციელდება 2025 წლის გაზაფხულიდან. სრული პროგრამა მოიცავს 3 ცალკე კურსს: The Fashion Market, Creative Process Management, From Market to Consumer.