6
Jul
2016

კობი ბრაიანტის წესები NBA-ს წესებია! ილუსტრირებული წიგნი, რომელიც კალათბურთის ლეგენდას მიუძღვნეს!

6 Jul 2016

Elit Electronics


კობი ბრაიანტის წასვლას პროფესიონალური კალათბურთიდან კვლავ ვერ ეგუებიან. ESPN-ის ვიდეორგოლი სწორედ მის საპატივცემლოდ შეიქმნა. კობი 20 წლის მანძილზე იყო პროფესიონალურ ლიგაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მან თავისი წესები შემოიღო. ვიდეოში NBA-ს ოფიციალური წესების წიგნი ბრაიანტის წესების წიგნად გადააკეთეს. წიგნი, სათაურით Kobe The Man Who Didn’t Play By The Book, მხოლოდ ერთი განუმეორებელი კობისთვის შეიქმნა, რომელმაც უკვე წარუშლელი კვალი დატოვა კალათბურთის ისტორიაში.

წიგნის ყოველ გვერდზე დახატულია, ამოტვიფრული და ამოქარგულია ბრაიანტის ფრაზები, მისი მიღწევები და ემოციები, რასაც თავისი თამაშით იწვევდა მაყურებელში.  ნათლად ჩანს ბრაიანტის შემართება, ხასიათი და ის შედეგი, რასაც მან თავდაუზოგავი შრომით მიაღწია. 

 

 

ESPN-მა ამ ვიდეორგოლით მადლობა გადაუხადა ბრაიანტს ემოციური მომენტებისთვის.

რეკლამის შექმნაზე სააგენტო DDB Worldwide-მა იმუშავა

განხილვა