კრეატივის სამყაროში, ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიის წარმოება ურთულესი გამოწვევაა ნებისმიერი სააგენტოსთვის – უნდა მიყვე ბრენდის ევოლუციას და ის მუდმივად ზენიტში ამყოფო. ამის თვალსაჩინო მაგალითად Nike, რომელიც მის მთავარ გზავნილს Just Do It ათწლეულებია მტკიცედ მიყვება, სააგენტო Wieden + Kennedy-სთან ერთად. ამავე სააგენტოს რეგულარული პარტნიორი იყო ამერიკული სპორტული არხი ESPN. ცოტა ხნის წინ, ESPN-მა 25 წლიანი ურთიერთობა Droga5-თან თანამშრომლობით ჩაანაცვლა და მასთან ერთად შექმნა კამპანია, რომელიც არხის ერთ-ერთ შოუზე SportsCenter არის მიმართული.
სიუჟეტის მიხედვით, ნიუ-იორკის გიგანტების (New York Giants) მცველი შანსს ხელიდან უშვებს და მუხლებზე ეცემა, გუბეში საკუთარ ანარეკლს ხედავს და განიცდის, რომ ყველას იმედი გაუცრუა. თუმცა, ყველაფერი არც ისე ტრაგიკულადაა, რადგან კამპანიის მთავარი გზავნილის თანახმად, ესეც პროგრამა SportsCenter-ზე გავა.
https://www.youtube.com/watch?v=-LqhmcZ-4MU