in

ნახეთ: ელექტრონული სპორტის 5 საუკეთესო რეკლამა

BOG
BOG

ელექტრონული სპორტის სივრცეში უფრო და უფრო მეტი არაენდემური ბრენდი შედის, ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ 2023 წლისთვის მისი ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება… ახლა კი იმ ბრენდების საუკეთესო მაგალითებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამ სივრცეში არაამქვეყნიურ რეკლამებს ქმნიან. მათ შორისაა Gucci, Nike, Ralph Lauren და სხვები.

Gucci და Fnatic

ჯერ კიდევ 2020 წელს Gucci-მ და პროფესიონალურმა ელექტრონული სპორტის ორგანიზაციამ Fnatic-მა საათი გამოუშვა, რომელიც სწორედ Fnatic-ის ლეგენდების ლიგის გუნდით იყო შთაგონებული. რეკლამაში კი ზუსტად ეს საათი აჩვენეს, თანაც, ლეგენდების ლიგის ხუთ მოთამაშესთან ერთად. აქ თქვენ ნახავთ: Martin Larsson (aka Rekkles), Zdravets Galabov (aka Hylissang), Tim Lipovšek (aka Nemesis), Gabriël Rau (aka Bwipo) Oskar Boderek (aka Selfmade).

ვიდეო გუნდის მოქმედებით ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ელექტრონული სპორტისა და გუნდური სულისკვეთების აღფრთოვანებას აჩვენებს. მართალია, ამ კომპანიებს მანამდეც უთანამშრომლიათ, მაგრამ ეს მათთვის პროდუქტის პირველი კოლაბორაციაა.

Nike და League of Legends

თანამშრომლობა ამ კომპანიებმაც 2020 წელს დაიწყეს. Camp Next Level გონების გასაძლიერებლად, უკეთესი მოთამაშეებისა და ძლიერი სხეულების შესაქმნელად შეიმუშავეს. რეკლამაში Wieden+Kennedy-დან მოთამაშეთა სპეციალურ სასწავლო ბანაკში გადავდივართ, სადაც Uzi და მისი გურუ NXT მოთამაშეებს სხვადასხვა გიჟურ ვარჯიშში იწვევენ. ამან Battle Royale-იც კი შეიძლება მოგაგონოთ.

Ralph Lauren და G2 Sports

გასულ წელს კი ელექტრონული სპორტის ლიგებში კიდევ ერთი ძვირადღირებული ბრენდი შევიდა — Ralph Lauren G2 League of Legends-ის ვარსკვლავ Rekkles-ს შეუერთდა. რეკლამაში შვედი მოთამაშე ცხენზე დასაჯდომად სწორედ Ralph Lauren-ის ტანსაცმელს იცვამს… 

Bumble და Gen G

ელექტრონული სპორტის ორგანიზაცია Gen G-მ და გაცნობის აპლიკაცია Bumble-მ რებრენდინგი Gen G Empowered by Bumble-ისთვის გააკეთეს. დიდი ხნის განმავლობაში სათამაშო გარემო ქალებისთვის ტოქსიკური იყო, კომპანიათა წყვილს კი ამის შეცვლა სურდა. ამიტომ, Bumble-მა და Gen G-იმ პარტნიორობა Bumble BFF-სთან, ანუ მეგობრების მპოვნელ აპლიკაციასთან, დაიწყო. აი, ასე დაიბადა Team Bumble — Gen.G-ის პირველი ქალთა ელექტრონული სპორტის გუნდი. 

რეკლამაში ელექტრონული სპორტის პროფესიონალ მოთამაშეებს იხილავთ: Madison “Maddiesuun” Man, Tina “Tinaraes” Perez, Carlee Gress და Hannah Reyes. ისინი ქალ მოთამაშედ ყოფნის უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, იმაზე, თუ როგორ იცვლება სამყარო უკეთესობისკენ და რა დადებითი გავლენა ექნება ამას ელექტრონულ სპორტსა და სათამაშო გაერთიანებებზე.

Erste Group და European League of Legends Championship

დიდი ხნის მანძილზე თამაშებს ბავშვურ აქტივობად განიხილავდნენ, იმად, რაც მოზარდობისას დროის დაკარგვადაც კი არ ღირდა… გაფართოებისას კი esports-ს სწორედ ამაზე ჰქონდა პრეტენზიები, რომ ეს არ იყო ნამდვილი სპორტი.

esports მოთამაშეებისა და მიმდევრების წახალისების მიზნით კი, European League of Legends Championship-მა და Erste Group-ის ფინანსურმა პროვაიდერებმა სახალისო რეკლამა გამოუშვა — მოთამაშეთა საზოგადოება კამათობს, არის თუ არა ელექტრონული სპორტი სპორტი… ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ეუბნებიან, რომ ეს არ არის ნამდვილი, მოთამაშეები კომპიუტერებისა და სხვა მოწყობილობების მსხვრევას იწყებენ. საბოლოოდ კი, მათთვის ოცნების თანმიმდევრობად განიხილება, რომელშიც ამბობენ: #Believeinyourself.

წყარო: The Drum

Arkive — პირველი დეცენტრალიზებული მუზეუმი

ეს სურათი ვარსკვლავს ისე გაჩვენებთ, როგორც აქამდე არასდროს გინახავთ