17
ივლ
2017

Esports.ge – ქართული ინტერნეტ პორტალი გეიმინგის მოყვარულებისთვის

17 ივლ 2017

eSports – ელექტრონული სპორტული შეჯიბრებებია, სადაც პროფესიონალი გეიმერები ერთმანეთს საუკეთესოს ტიტულისა და ფულადი ჯილდოსთვის ეცილებიან. Counter Strike, League of Legends, Dota – ეს თამაშები სპორტის მომავალია და მათი მასშტაბების სწრაფი ზრდაც სწორედ ამას მიუთითებს. Dota-ში The International 2017-ის ღონისძიების საპრიზო ფონდი $22 000 000 იქნება. 2016 წელს League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატი 15 000 000-მა ადამიანმა ნახა.

mBank

საქართველოც ნელ-ნელა eSports-ის გლობალური სამყაროს ნაწილი ხდება და ამაში წვლილი ონლაინ-პორტალ Esports.ge-საც მიუძღვის. Esports.ge ერთი წელია, რაც არსებობს და ამ დროის მანძილზე ელექტრონული სპორტის მოყვარულების მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. საიტზე მომხმარებელს ახალი ამბებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა შეუძლიათ, Esports.ge-ის ფორუმი მოთამაშეების კომუნიკაცია და გაცნობისთვის უდიდესი ქართული ჰაბია და რაც მთავარია, Esports.ge ქართული რეალობისთვის სამი მასშტაბური ტურნირის ორგანიზატორი იყო. ამ საკითხებზე მარკეტერი Esports.ge-ის ხელმძღვანელს დავით აბულაძეს ესაუბრა.

M: რას წარმოადგენს Esports.ge და რა არის მიზანი?

Esports ge-ის მიზანია ქართული სპორტის განვითარება. ძირითადად, საინფორმაციო ფუნქცია აქვს, მაგრამ ივენთ ფროდაქშენს და ტურნირების ორგანიზებასაც ვახდენთ. Esports.ge ცდილობს მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოში ისპორტის სცენის განვითარებაში და მაქსიმალურად დიდი წვლილი შეიტანოს მის გაზრდაში. აქაა ახალი ამბები, რჩევები, მოთამაშეებისთვის საკომუნიკაციო ფორუმითა და რაც მთავარია, სამი დიდი ტურნირი.

M: რამდენი ხანია, რაც ფუნქციონირება დაიწყო?

დაახლოებით 5-6 თვე. მანამდე იყო გუნდი, რომელიც წერდა კონკრეტულად ამ სახეობაზე, ბაზარზე მოთხოვნამ და ჩვენმა ინტერესმა ცალკე სივრცის შექმნა გამოიწვია.

M: რა ტიპის ტურნირები ჩატარდა და როგორი გამოხმაურებები ჰქონდა შესაბამის აუდიტორიაში?

ჩატარდა 3 ტურნირი. ყველაზე დიდ დისციპლინებში. ლოლ-ში,  დოტასა და ქაუნთერში. გამოხმაურება განსხვავდებოდა ტურნირიდან ტურნირამდე, თუმცა, ძირითადად, პოზიტიური იყო. გასახარია ის, რომ მონაწილეების რაოდენობა და საპრიზო თანხა ყველაზე დიდი იყო საქართველოში. გამოხმაურების და სპონსორების ინტერესი ტურნირიდან ტურნირამდე იზრდებოდა. თუ პირველი ტურნირი ჩვენი რესურსით ჩატარდა, მესამე ივენთზე უკვე Hyperx უკრაინიდან სპეციალურად ტურნირის გასაშუქებლად ჩამოვიდა და გადაიღო ვიდეო, რომელიც თავის ჩანელზე დადო.

M: რა როლი შეაქვს Esports.ge-ის საქართველოში გეიმინგ სფეროს განვითარებაში?

ისპორტი გეიმინგის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და კარგი ნაწილია. ESPORTS არის გზა, იშოვო ფული გეიმინგით. ძალიან რთულია ახვიდე ტოპ დონეზე და გახდე პროფესიონალი, Esports.ge მაქსიმალურად ცდილობს კონკურენციის დანერგვით და ტურნირების ჩატარებით შიდა კულტურა აამაღლოს, ასევე დაეხმაროს ქართველ გეიმერებს უცხოურ სცენაზე გასვლაში. გვქონდა კონტაქტები Asus-თან და Hyperx-თან და მათგან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ.

M: სამომავლოდ გაგრძელდება თუ არა იგივე აქტივობები?

Esports.ge  მოლოდინებს ქმნის. ბაზარი ნებისმიერ შემთხვევაში არის პლატფორმა, რომელიც იმის მიხედვით ვითარედება, თუ როგორი ფიდბექი ექნება მაყურებლებისგან. ეს პირველი 6 თვე, შეგვიძლია სატესტო პერიოდად ავიღოთ, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ. Esports.ge-სგან უნდა ელოდოთ სიახლეებს, ასევე თავისი რესურსების დივერსიფიკაციას. კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ კონკრეტული გეგმები დამოკიდებულია იმ ხალხის ფიდბექზე, რომლებიც ჩვენი მომხმარებლები არიან.

[R]

განხილვა