in

Esports Insider და SMH Sports აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობას იწყებენ

eSports-ის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, Esports Insider და საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია, SMH Sports სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებში ერთობლივ გაფართოებას გულისხმობს.

როგორც Esports Insider-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სემ კუკი აღნიშნავს, SMH Sports-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა: „SMH Sports-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო Esports Insider-ის გუნდს ძალების გაერთიანება და eSports-ის მიმართულებით ამ სიცოცხლით სავსე რეგიონში გაფართოება ძალიან გვახარებს“.

ორ კომპანიას შორის დაწყებულ პარტნიორობას SMH Global-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ლაშა მაჭავარიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ინოვაციისა და ამბიციურობის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს: „ეს თანამშრომლობა ინოვაციურობისა და ამბიციურობის სიმბოლოა. Sports Global-თან წარსულში არაერთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება გვქონდა და ახლა, დრო არის ჩვენი სინერგიული ეფექტი არნახულ მასშტაბებამდე გავზარდოთ მის შვილობილ კომპანია Esports Insider-თან ერთად“.

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორებიცაა: საუდის არაბეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები. „SMH Global-ის ფართო ქსელისა და Esports Insider-ის ინოვაციური გამოცდილების წყალობით, რომელიც ინდუსტრიაში ყველაზე დიდი მედია გამოცემა და სამიტების/კონფერენციების ორგანიზატორია, eSports ამ დინამიკური ქვეყნების კულტურული ქსოვილის ნაწილად გადააქცევს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

„მემკვიდრეობის შექმნა გვსურს და არა — ნაკვალევის დატოვება. ჩვენი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში eSports-ინდუსტრიაში გარდატეხა შევიტანოთ და აღნიშნული თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, ეს ხედვა რეალობად ვაქციოთ“, აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა, რომელსაც სემ კუკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ SMH Global-თან პარტნიორობით, ზემოხსენებულ რეგიონებში eSports-ის გამოცდილება რადიკალურად შეიცვლება.

[R]

შავი პარასკევი Popmart.ge-ზე — რომელ ნივთებზე ვრცელდება უპრეცედენტო ქეშბექ აქცია?

Mycoins პირველი კომპანიაა, რომელმაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზია მოიპოვა