in

თუ თამაში გიყვართ, Esports-ის 5 პროფესიას შეგიძლიათ დაეუფლოთ

გეიმერების რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. ხოლო ისეთი შეჯიბრები, როგორებიცაა Telkom VS Gaming-ის ლიგა და სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდი FIFA-ს ტურნირი eDiski, გულშემატკივრებს ყველა სათამაშო აქტივობაში სრულად ჩართვის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, ელექტრონულ სპორტში კარიერის გაგრძელება უცხო კონცეფცია აღარ არის და როგორც უძველესი გამოთქმა გვეუბნება: აირჩიე სამსახური, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა

გამოდის, ახლა საუკეთესო დროა ვიდეო თამაშების დროს მიღებული ადრენალინი მომგებიან პროფესიებში გადაიტანოთ.

თამაშის დიზაინერი

მათთვის, ვინც გატაცებულია თამაშებით და საკუთარ შემოქმედების ძალას სწორედ საოცნებო თამაშების შექმნისთვის იყენებს, ეს კარიერადაც შეიძლება იქცეს. თუმცა იგი ბევრად განსხვავდება ტრადიციული სამუშაოსგან, სცილდება 9-დან 6-მდე მუშაობის განრიგს და თქვენი მისწრაფებების გამოხატვის საშუალებასაც გაძლევთ. 

და ვინ არის თამაშის დიზაინერი? მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოქმედებითი ხელმძღვანელია, რომელიც თამაშის გაცოცხლებაზეა პასუხისმგებელი. ეს საინტერესო ამბების შექმნას, პერსონაჟების მიზნების, წესებისა და გამოწვევების ჩამოყალიბებას მოიცავს, რაც სხვა ნაწილებთან, მომხმარებლებსა თუ ობიექტებთან ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. გეიმერებს თამაშში კრეატიული დეტალების შემუშავებით საკუთარი ფანტაზიების გაცოცხლებაც კი შეუძლიათ.

თამაშის დეველოპერი

თამაშის დეველოპერი კი თამაშის დიზაინერისგან ბევრად განსხვავდება. მაშინ, როცა დიზაინერები უფრო მეტად თამაშის კონცეპტუალურ მხარეზე არიან ორიენტირებულნი, იქნება ეს ესთეტიკა, თამაშის სიუჟეტი, დონეები თუ პერსონაჟები, დეველოპერები სრულად მის ტექნიკურ მხარეზე არიან პასუხისმგებელნი. დიახ, კონცეფციებს აცოცხლებენ და მათ რეალურად ამუშავებენ. ისინი ავითარებენ, აპროგრამებენ, აგებენ, იწერენ და ტესტავენ მანამ, სანამ სრულფასოვან თამაშს არ მიიღებენ. 

პროფესიონალი გეიმერი

ელექტრონულ სპორტში კარიერის გაგრძელება თქვენთვის საკმაოდ წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს. ნებისმიერი ტრადიციული კარიერული გზის მსგავსად, აქაც გამოცდილება, ვნება და ნიჭია საჭირო. თუმცა თითოეული უნარის დაუფლებისთვის დრო და თავდადებაც მოგეთხოვებათ. გეიმერები თამაშს საშუალოდ დღეში 10 საათს, კვირაში კი ექვს დღეს უთმობენ, რაც მათ გამოცდილების მიღებასა და უნარების დაუფლებაში ეხმარება. ამ სფეროში თქვენი წარმატებისთვის კი Twitch-სა თუ YouTube Gaming-ზე მიმდევრების ყოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ სტაბილურ და სწრაფ ინტერნეტ კავშირზე.

არ შეგიძლიათ გეიმერობა? იყავით მწვრთნელი

ისევე, როგორც სხვა სპორტში, აქაც გუნდის მოტივირება და მართვაა საჭირო, რათა კონკურენტებთან გამკლავება მოახერხონ და მოთამაშეების უნარებიც გაუმჯობესდეს. მოწინააღმდეგეების დასაპყრობად ელექტრონული სპორტის მწვრთნელები სტრატეგიებსა და გეგმებს ადგენენ. ისინი მოთამაშეების სისუსტეებს ხედავენ, მათ ძლიერ მხარეებს კი საუკეთესოდ იყენებენ. ეს სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანისთვის საკმაოდ კარგი პროფესიაც არის.

კომენტატორი

ნებისმიერ სპორტულ თამაშს დამატებით ხიბლს კომენტატორები აძლევენ, ისინი აღნიშნავენ მოთამაშის ყველა ქმედებას და თქვენთან ერთად ხმამაღლა ზეიმობენ მათ გამარჯვებას. ხოლო, თუ ამ ინდუსტრიით ხართ გატაცებული, გაქვთ სწრაფად აღქმის უნარი და მარტივად მოახერხებთ, მაყურებელს აცნობოთ ყველაფერი, რაც ხდება, მაშინ ელექტრონული სპორტის კომენტატორის კარიერა ნამდვილად თქვენთვისაა.

ამ პროფესიაში წარმატების გასაღები კი თამაშის განსაკუთრებულად ცოდნაა და ქარიზმა, რომელიც კარგი რეპუტაციის შექმნასა და მაყურებლის გართობაში დაგეხმარებათ. შესაბამის პლატფორმებზე ერთგული აუდიტორიის შექმნაც ნამდვილად სასარგებლო იქნება. 

მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცხოველებთან საუბარი სურთ

„მშვიდი ცურვა” MMS GROUP-თან ერთად – საზღვაო/სამშენებლო სერვისების კომპანია