in

შესაძლოა, ესპრესო ალცჰაიმერის რისკს ამცირებდეს — კვლევა

გამოდის, ყავის დალევისთვის კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს… თუ ახალ კვლევას დავეყრდნობით, ესპრესოს ძირითადი კომპონენტები ტვინს ალცჰაიმერთან დაკავშირებული ცილების დაგროვებისგან იცავს. მართალია, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ ჩნდება ან ვითარდება ეს დაავადება, მაგრამ ერთი სავარაუდო ობიექტი ტაუს სახელით ცნობილი ცილა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აღნიშნული ცილების აგრესიული აგრეგატია. 

M2
M2

ეს შედეგები უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის ესპრესოს ნეიროდამცავ პოტენციალზე და თერაპიების კანდიდატად გვევლინება, რომლებიც ტაუს ცილების მონომერულ თუ ფიბრილებულ ფორმებს დაუპირისპირდება, — აცხადებენ ვერონას უნივერსიტეტის მკვლევრები. 

თუმცა აქამდე მისასვლელად იტალიელ მეცნიერებს ესპრესოს ქიმიური შემადგენლობის შემოწმება დასჭირდათ, ამისთვის კი სწორედ ის ტექნიკა აირჩიეს, რომელიც მათ არსებული ნივთიერებების ატომურ დონეზე გაანალიზების საშუალებას მისცემდა. ძირითადი ინგრედიენტები — კოფეინი, ტრიგონელინი, გენისტეინი და თეობრომინი შემდგომი ლაბორატორიული ექსპერიმენტებისთვის შეირჩა. ამ ნაერთების მოლეკულები კი ტაუს ცილებთან 40 საათამდე გააჩერეს — კოფეინის, გენისტეინის და მთლიანი ესპრესოს ექსტრაქტის კონცენტრაცია გაიზარდა მაშინ, როცა ტაუს ცილების ნაერთები შემცირდა და ნაკლებად სავარაუდო გახდა, რომ მათ უფრო დიდი ჯგუფების წარმოება შესძლებოდა. 

მეტიც, ეს ე. წ. შემოკლებული ცილები არც ტოქსიკური იყო და არც მარცვალს წარმოადგენდა შემდგომი ჯგუფებისთვის. კოფეინისა და ესპრესოს ექსტრაქტიც უკავშირდებოდა მანამდე ჩამოყალიბებულ ტაუს ცილებს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი გამოყენება არსებულ ჯგუფებთან ინტერაქციისთვის და ახლების პრევენციისთვის შეგვიძლია.

თუმცა ჩვენს ორგანიზმში პროცესი არც ასეთი პირდაპირია, შესაბამისად, როცა ესპრესოს ვსვამთ, პირდაპირ ტაუს ცილებისკენ არ მიემართება — ჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება, ამ ეფექტის პირდაპირობას კი ჩვენსავე სხეულში არსებულმა მრავალმა ქიმიურმა ინტერაქციამ შეიძლება შეუშალოს ხელი. მკვლევრები საუბრობენ იმაზეც, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ მრავალი საკითხია გამოსაკვლევი… თუმცა მაინც იმედოვნებენ, რომ უკვე მიღებული შედეგები მათ ალცჰაიმერის პრევენციისა თუ განკურნების თერაპიამდე მიიყვანს.

საინტერესოა ისიც, რომ მანამდე არსებული კვლევები ყავას კიბოსა და ღვიძლის დაავადებების რისკების შემცირებას უკავშირებდა… აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ცოტა უფრო თამამადაც განვაცხადოთ, რომ ყავა სიფხიზლის გარდა, სიცოცხლის გახანგრძლივებაშიც გვეხმარება. 

საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი – კომპანია “აქუალია” თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობს

წიგნები, რომლებმაც ყველაზე დიდი მოგება და აღიარება მოუტანა ავტორს