4
Jul
2019

მასაჟის ვირტუალური სალონი, მსოფლიოში პირველად, აშშ-ში იხსნება

4 Jul 2019

veon
veon


რამდენიმე დღეში, აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მასაჟის ვირტუალური სალონი Esqapes Immersive Relaxation Center იხსნება, რომელშიც მომხმარებლებს, ვირტუალური სათვალის მორგებისა და შესაბამის სივრცეში შესვლის შემდეგ, მასაჟისა და დასვენების 10 ფორმის გამოცდა შეეძლებათ. დასვენების ფორმებში შედის როგორც მასაჟი, ასევე, საუნა, ზღვის თუ მთის კურორტები. ანუ, სალონში მოხვედრით, თქვენ შეძლებთ „დაისვენოთ“ ზღვის სანაპიროზე, ან მთაში, თან ისიამოვნოთ მასაჟით, რომელსაც მასაჟისტი სავარძელი გაგიკეთებთ. თითოეული სესია 30 წუთი გაგრძელდება.

ჯერჯერობით, უცნობია რა ფასებში იქნება ხელმისაწვდომი დასვენება Esqapes-ში, თუმცა, ცნობილია, რომ თითოეული სეანსი იმ ინფრასტრუქტურის შესაბამისი ტემპერატურითა და შეგრძნებებით იქნება უზრუნველყოფილი, რომელსაც თქვენი თვალები, VR სათვალის მეშვეობით დაინახავენ.

განხილვა