in

Estée Lauder ფერმერებს გადაამზადებს 

Estée Lauder, ინდონეზიაში, ლამპუნგის პროვინციაში, ფერმერებს გადაამზადებს. უფრო კონრეკტულად კი, კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია მათ პალმის ზეთის კულტივაციაში, გამოყენებასა და ამ მიმართულებით უსაფრთხოდ მუშაობაში დაატრენინგებს. პროგრამაში 1 000 ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.

(ფოტო: retailinasia.com)

მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ბრენდი უკვე ტრენინგების  პროცესს  იწყებს და ინფორმაციაც სწორედ ახლა გაასაჯაროვა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტს, Estée Lauder, კომპანიებთან BASF, RSPO და ორგანიზაცია Solidaridad-თან ერთად ახორციელებს.

პროგრამა სამწლიანია და მიზნად ისახავს მცირე და ისეთი ფერმერების გადამზადებას, რომლებსაც 2.0 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვთ. როგორც კომპანიაში ამბობენ, მსოფლიო ბაზარზე არსებულ პალმის ზეთის 40%-ს სწორედ ასეთ მცირე ფერმებში აწარმოებენ.

Estée Lauder-ის წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საწარმოებთან და ქარხნებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაშიც დაეხამრებიან. თუმცა, კონრეტულად რა მიმართულებით აპირებს ბრენდი მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტის დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

კომპანია Estée Lauder, ოფიციალურად, 1946 წელს შეიქმნა და დღეს, მსოფლიოში, კოსმეტკის ერთ-ერთ წამყვნ ბრენდად ითვლება. 

მონა ლიზა ლუვრიდან გაიქცა… – ფრანგული კამპანია

მსოფლიოში ყველაზე პატარა, 72 გრამიანი „მრბოლელი“ დრონი