11
Apr
2018

მე ნაგავი ვარ! – ხილის ნარჩენებით, გამხმარი ყვავილებით და მატლებით მომზადებული ფრანგული სუნამო

11 Apr 2018



მოგეხსენებათ, სუნამო და საფრანგეთი ერთმანეთთან ხშირად ასოცირდება, თუმცა სიახლემ, რომელიც ფრანგულმა კოსმეტიკურმა კომპანია Etat Libre d’Orange-მა შემოგვთავაზა, შეხედულებები შესაძლოა ცოტათი შეგვიცვალოს. გამხმარი ყვავილების, ხილის ნარჩენებისა და ალაგ-ალაგ, მატლების ექსტრაქტებზე დამზადებულ ახალ სუნამოს ბრენდი თამამ, სიახლის მოყვარულ, ორიგინალურ ადამიანებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ შემადგენლობაა უჩვეულო, სარეკლამო ვიდეორგოლიც, რომელიც სააგენტო Ogilvy-მ მოამზადა, სუნამოების ჩვეული, ნაზი და მიმზიდველი ვიდეოებისგან რადიკალურად განსხვავდება.

 

განხილვა