in

eTeam წლევანდელი Spotlight-ის პარტნიორია!

„ცდა“ – ამ მთავარი თემით, Spotlight დიდ სცენას უბრუნდება და 27 ნოემბერს, საზეიმოდ უმასპინძლებს 700 სტუმარს. ღონისძიება თბილისში, პულმან აქსის თაუერსში გაიმართება. მარკეტინგული თავგადასავალი მთელი დღის განმავლობაში მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოფებსა და ტრენინგებს… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. Spotlight 2022-ის პარტნიორია eTeam, რომელიც უკვე არაერთი წელია ღონისძიებას უცხადებს მხარდაჭერას. Spotlight-ისა და eTeam-ის ხანგრძლივ მეგობრობაზე eTeam-ის HR დირექტორი თამარა ქლიბაძე გვესაუბრა.

M: თქვენი დაკვირვებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?

ჩემი აზრით, „სფოთლაითს“ არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ხედვებისა და მიმართულებების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი აქვს. ეს არის ღონისძიება, სადაც მარკეტინგული პროდუქტების განხილვისას, ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას კომპანიების სტრუქტურებისა და სტრატეგიების შესახებ, HR წარმომადგენლები ეცნობიან ახალ ტალანტებსა და ორგანიზაციების კულტურას. ხოლო, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ პრაქტიკას. მთლიანობაში, „სპოტლაითი“ თითოელი მონაწილისთვის შთაგონების, ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელების წყარო ხდება.

M: უკვე არაერთი წელია, ამ ღონისძიებას უჭერთ მხარს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ შორიდან დაკვირვებით, არამედ 2016 და 2018 წლებში „სპოტლაითის“ პარტნიორებიც ვიყავით. ჩვენი ბაზარი არც თუ ისე განებივრებულია ხარისხიანი ბიზნეს კონფერენციებით, „სფოთლაითი“ კი ერთ-ერთი წამყვანია მათ შორის. ეს არის სტაბილურად მაღალი ხარისხის მქონე ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს რაღაც ახალს ეუბნება თავის მონაწილეებს, ხშირად აოცებს და ყოველთვის აძლევს განსხვავებულ მიმართულებას,უჩვენებს გზას საით უნდა იყოს მიმართული მათი მაინდსეტი. თანაც, ამას აკეთებს არა უკვე არსებული ტრენდების სცენაზე განხილვით, არამედ ისეთი თემებით, რომელიც ჯერ სრულიად ახალია, შეიძლება ნაფიქრიც არ იყოს და „სპოტლაითმა“ და მსგავსმა ღონისძიებებმა მისცეს გამოვლენის გზა, გახადოს აქტუალური.

M: ღონისძიების მხარდამჭერი აქამდეც ყოფილხართ. თქვენთვის, როგორც ბრენდისთვის, რითაა საინტერესო სფოთლაითის მხარდაჭერა?

განვითარება და ინოვაცია ჩვენი კორპორატიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, ესაა რაც ჩვენ გვანთებს, გვამოტივირებს, რომ ვცადოთ სიახლეები და მივაღწიოთ წარმატებებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ჩვენი თავის იდენტიფიცირებასაც ვახდენთ „სფოთლაითთან“, ამიტომ მისი მხარდაჭერა, წარდგენა თუ პარტნიორობა, ჩვენთვის უკვე ბუნებრივი პროცესია. სფოთლაითის ორგანიზატორებთან ერთად ვიზიარებთ ერთ ღირებულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნეს ქომუნითების ანთებას ტექნოლოგიური ინოვაციების და მარკეტინგული ექსპერიმენტებისკენ. წლევანდელი სფოთლაითის თემა კი „ცდა” საკვანძო სიტყვაა ამ იდეის განსახორციელებად. ამიტომ We are in!

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

როგორ გავუმკლავდეთ მომხმარებელთა ბრაზს?

Amazon-ის საშობაო რეკლამა გულწრფელი საჩუქრების ამბავს გვიყვება