სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული კვლავაც ბრუნდება ტექნოლოგიური მიმართულებით და სტუმრებს Spotlight Tech-ზე უმასპინძლებს. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. წლევანდელი სფოთლაითის მთავარი თემაა „ახალი დროა“. ღონისძიების წარმდგენია eteam, რომელიც არაერთი წელია სფოთლაითის მეგობარი და მხარდამჭერია. Spotlight-ისა და eTeam-ის ხანგრძლივ მეგობრობაზე eTeam-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი დიმიტრი ვაჩნაძე გვესაუბრა.
M: Pop x Spotlight-ის მხარდამჭერი იყავით 5 წლის წინაც და ახლაც, სფოთლაით ტექის მთავარი წარმდგენი ხართ. მიმოვიხილოთ, რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, რამაც ტექნოლოგიურ სფეროზე სხვანაირი პერსპექტივიდან საუბრის საჭიროება გააჩინა?
თანამედროვე სამყაროში ინოვაციები და ტექნოლოგიები ყოველდღიურად უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, საოცარი სისწრაფით იზრდება იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც სურთ, უფრო ხშირად და უფრო მეტი მოისმინონ ამ მიმართულებაზე. 5 წლის წინ, ჩვენ გავბედეთ და ერთად შევქმენით პირველი მასშტაბური ტექნოლოგიური ივენთი საქართველოში, შევკრიბეთ უამრავი ადამიანი, ვესაუბრეთ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ბაზარზე.
თუ შევადარებთ იმ დაინტერესებას, რაც 5 წლის წინ იყო და დღევანდელ მოცემულობას, ვნახავთ, რამდენად გაზარდა ტექნოლოგიების განვითარებამ მოთხოვნა. საზოგადოება განვითარდა, საგრძნობლად იმატა ჩართულობამ. გვსურს, ყოველივე ამის საპასუხოდ, სწორედ ის ინფორმაცია მივაწოდოთ დაინტერესებულ ადამიანებს, რომელიც მათ ახლა, მოცემულ მომენტში სჭირდებათ.
M: რითაა თქვენთვის, როგორც სფოთლაითის დიდი ხნის მეგობრისთვის, ამ ღონისძიების არსებობა ღირებული?
სფოთლაითი, დღეს, საქართველოში ქმნის პლატფორმას, სადაც ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები აზიარებენ გამოცდილებას, ცოდნას, იდეებსა და ახალი პერსპექტივებს. გვეძლევა საშუალება, შევხვდეთ ხალხს სხვადასხვა ბიზნესსექტორიდან. ყველა იქ მოსულ ადამიანს აერთიანებს ერთი მიზანი, არ ჩამორჩნენ ყველაზე განხილვად, აქტუალურ თემებს ტექ ინდუსტრიაში.
სფოთლაით ტექი არის სტარტაპერებისთვის, ანტერპრენერებისთვის, დიდი და პატარა კომპანიებისთვის ან ნებისმიერისთვის, ვისაც აქვს სურვილი, გაიზიაროს სხვისი გამოცდილება და მიაღწიოს წარმატებას ამ ინდუსტრიაში.
M: ტექნოლოგიური ფორმატიდან გამომდინარე, როგორია თქვენი მოლოდინი წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?
მაქვს მოლოდინი, რომ ეს სფოთალითი განსაკუთრებით საინტერესო და ინტერაქციული იქნება. უკვე 5 წელი გავიდა, რაც ტექნოლოგიური სფოთლაითი არ ჩატარებულა. ძალიან საინტერესოა, რა შეიცვალა ამ პერიოდში, როგორ განვითარდა სფერო. დარწმუნებული ვარ, ეს სფოთლაითი დაგვაფიქრებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ახალ ინსპირაციებს მოგვცემს.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.
ბილეთები 1-ლი მაისიდან გაიყიდება, tkt.ge-ზე.