Spotlight Tech ახლოვდება. ტექნოლოგიური სცენის გარშემო სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. Spotlight Tech-ის ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც ღონისძიება ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა. ამჯერად, ტექნოლოგიებზე სასაუბროდ, სფოთლაითი მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითი აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech-ის გენერალური პარტნიორია eTeam. სწორედ eTeam-ის გუნდთან ერთად დაიბადა Spotlight Tech 2018 წელს და უკვე მესამე ღონისძიებაზე მასპინძლობს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. სფოთლაითთან ხანგრძლივ მეგობრობაზე eTeam-ის HR დირექტორი თამარა ქლიბაძე გვესაუბრა.
M: პირველ რიგში, შევაფასოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ითიმისთვის, როგორც ტექ-კომპანიისთვის სფოთლაით ტექის მხარდაჭერა?
ჩემი გადმოსახედიდან, განათლების და განვითარების ნებისმიერი სფეროს/პლატფორმის მხარდაჭერა ბიზნესის სექტორის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ და მხოლოდ უშუალო ჩართულობით, თანამონაწილეობით, გამოცდილების გაზიარებით შეგიძლია მიიღო სასურველი შედეგი, რომელიც ამ შემთხვევაში, საქართველოში ტექ-ინდუსტრიისა და ტექ-ტალანტების განვითარებას გულისხმობს.
eTeam-ის ადამიანების მართვის სტრატეგია ყოველთვის იზიარებდა ამ კულტურას და ჩვენთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ყოველთვის იყო ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები. შესაბამისად, ახლაც და ყოველთვის, ვირჩევთ ვიყოთ ჩართული უშუალო პროცესში, რომლის შესაძლობლობასაც ტექ სფოთლაითი და ზოგადად მარკეტერის გუნდი გვაძლევს.
M: როგორც სფოთლაითის ტრადიციული წარმდგენი მრავალი წლის განმავლობაში, როგორ შეაფასებთ – რა გავლენა იქონია ღონისძიების არსებობამ სფეროს განვითარებაში, ტექნოლოგიური თუ მარკეტინგული მიმართულებით?
ჩვენს თანამშრომლობას ნამდვილად დიდი ისტორია აქვს, რომელიც 2018 წლიდან იწყება, როცა ტექ-ინდუსტრიის მეტი ხილვადობის და ცნობადობის საჭიროება პირველად ვიგრძენით და შესაბამისად, სფოთლაით ტექის შექმნის იდეა დაიბადა. მას შემდეგ, ტექის განვითარება ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც რეკორდული ტემპით წარიმართა, რაზეც ბევრმა სხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. თუმცა ნამდვილად სიამაყით მავსებს ის ფაქტი, რომ მანამდე, სანამ ტექნოლოგიური რევოლუცია ასეთ მასშტაბებს მიიღებდა, eTeam აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც მარკეტერთან ერთად სფოთლაით ტექი შექმნა.
უშუალოდ გავლენებს რაც შეეხება, ამ წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ნიშა, საგრძნობლად გააძლიერა ჩვენში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების შექმნის სურვილი.
M: ამჯერად, სფოთლაითი ტექნოლოგიური მიმართულებით ტარდება, ხოლო მისი მთავარი თემაა „გაკვეთილები“ – რა არის ის გაკვეთილები, რომელთა გაცნობა/გაზიარებასაც ისურვებდით ღონისძიებაზე?
როგორც ყოველთვის, სფოთლაითი რელევანტურია მთავარი თემებისა და აქცენტების განსაზღვრის საკითხში. გაკვეთილების თემაც ძალიან დროული და საჭიროა. საწყის ეტაპზე უნდა განსაზღვრო რამდენად ტექნოლოგიური ხარ, შემდგომ მიიღო გამოცდილება, რასაც ცხადია წლები და ბევრი ექსპერიმენტი სჭირდება და ბოლოს შეგიძლია ისაუბრო გაკვეთილებზე.
ჩემი ძალიან დიდი სურვილია, პირველ რიგში ამ ღონისძიებაზე დავინახო მონაწილე კომპანიების მზაობა იყვნენ გახსნილები და გააზიარონ ეს გაკვეთილები. ყველაზე საინტერესო კი უშუალოდ ჩემთვის, ტექ კომპანიების ლიდერთა გამოცდილების გაზიარება იქნებოდა, უშუალოდ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality