6
Feb
2019

როგორია ქალაქის ერთი დღე მანქანების გარეშე?

6 Feb 2019

როგორ წარმოგიდგენიათ დღე, როდესაც ქალაქში არცერთი ავტომობილი არ მოძრაობს? ადის-აბებასა და ეთიოპიის სხვა ქალაქებში “მანქანებისგან თავისუფალ დღეს” მესამედ აღნიშნავენ. ამის შესახებ BBC იუწყება. ამ დღის განმავლობაში, ქალაქში ავტომობილები საერთოდ არ მოძრაობენ. “ავტომობილისგან თავისუფალი დღე” ყოველთვიურად ტარდება და ის, როგორც წესი, კვირა დღეს ემთხვევა. ამგვარად, ეთიოპიელები ჰაერის დაბინძურებას ებრძვიან და ჯანსაღ ცხოვრებას უწყობენ ხელს. ღონისძიებაზე დაშვებულია სკეიტბორდით სრიალიც. ეს ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბი-აჰმედს ეკუთვნის, რაც მისთვის თანამდებობის დაკავებიდან პირველი ბრძანება იყო.

განხილვა