in

ქვითრები ბილბორდებზე — Ethnicity Bill შრომის ბაზარზე ეთნიკურ უთანასწორობას ავლენს

სამუშაო სივრცეში თანასწორუფლებიანობაზე მზრუნველი ორგანიზაცია People Like Us შემოქმედებით სააგენტო Worth Your While-თან გაერთიანდა ახალი კამპანიისთვის, რომელიც მიზნად გაერთიანებულ სამეფოში ეთნიკური ნიშნით ანაზღაურების სხვაობაზე საუბარს ისახავს. ეს ამბავი კი ციფრებში ყოველწლიურად დაახლოებით 3.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს… 

M2

გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა ამჟამად თანასწორობის კანონპროექტს განიხილავს, რასასა და შშმ პირებზე აქცენტით, ამ კამპანიაშიც მიზნად კანონმდებლობის რეალობად ქცევა დაისახეს.

დასაქმებული ეთნიკური უმცირესობები და შშმ პირები არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ შესაძლებლობების მხრივაც ზარალდებიან და ეს ამ ქვეყანას მილიარდები უჯდება. ანგარიშგება არ არის გამოსავალი, მაგრამ მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ მთავრობა სერიოზულად არის განწყობილი უთანასწორობასთან გამკლავების საკითხის მიმართ, სწორედ ახლა აქვთ მოქმედების დრო, — განმარტავს შირაზ გალშერი, ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

ხელმძღვანელ პირებზე ზეწოლის ზრდასთან ერთად, Ethnicity Bill-ის კამპანია People Like Us-ის საბოლოო მცდელობას წარმოადგენს, ხაზი გაუსვას ხელფასებში უზარმაზარი სხვაობის აღმოფხვრის მნიშვნელობას. ეს კი ლონდონის ქუჩებში ბილბორდებზე ქვითრების გამოფენით გადაწყვიტეს:

ჰიბრიდული გუნდები – როგორია თანამედროვე ბიზნესის ეს ახალი ნორმა

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო