22
Nov
2019

ქართული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში – რესტორანი „ეთნოგრაფი“

22 Nov 2019

„გაყევი ეთნოგრაფს და აღმოაჩინე ქართული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში“, – ასეთია რესტორანი „ეთნოგრაფის“ სლოგანი. როგორც რესტორანში ამბობენ, მისი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ მოსულ თითოეულ სტუმარს, ფაქტობრივად, მუზეუმი ხვდება. საზოგადო მოღვაწეების ფოტოები და ფრესკები თავმოყრილია ძველ თბილისურ სადარბაზოსა და აივნებზე.

აღსანიშნავია, რომ რესტორნის მომსახურე პერსონალი გამოწყობილია ქართულ ტრადიციულ სამოსში, ეს დეტალი კი ეთნოგრაფის ინტერიერსა და დიზაინს კიდევ უფრო ქართულს ხდის. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საინტერესო რამ – რესტორნის ერთ-ერთი მთავარი დეტალი სერვირებაა, ეთნოგრაფის თეფშები კი ხელნაკეთია და თითოეულზე ამოტვიფრულია ძველი ქართული ანდაზა, თუ აფორიზმი.

აქვე არის ორბელიანების დარბაზი მყუდრო და მშვიდი გარემოთი, სადაც სტუმრობისთანავე იგრძნობთ ძველი და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმას. სტუმრებს დაკარგულ ეპოქაში ამოგზაურებს ექვთიმეს აივანი, სადაც მათ საშუალება აქვთ იხილონ 1918 წლის 26 მაისს მიღებული, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი.

რესტორნის ინტერიერი მეტად გამორჩეულია და თავისებურად ამბობს სათქმელს, თუ რატომ სახელი – „ეთნოგრაფი“. რესტორნის ეზოს აქვს სხვადასხვა სახის დატვირთვა. სიმწვანეში ჩაფლული მაგიდები, ახლად გამომცხვარი პურის და ნაზუქის სურნელი, რომლის გამოცხობის შესაძლებლობა ყველა სტუმარს ეძლევა, იქვე შეუძლიათ ჩურჩხლის ამოვლება, ხინკლის მოხვევა,  მონაწილეობის მიღება ჭაჭის გამოხდაში და რაც მთავარია, საკუთარი შემოქმედების ადგილზე დაგემოვნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მცირედია იმ ჩამონათვალთაგან, რაც რესტორანში მისულ სტუმარს დახვდება. პროფესიონალთა გუნდი კი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს, სიახლეების დანერგვასა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. „ეთნოგრაფის“ გუნდის თქმით, ეს არის ადგილი, რომლითაც ქართველები ამაყობენ, ხოლო უცხოელი სტუმრები ეცნობიან საქართველოს ისტორიას.

[R]

განხილვა