იტალიელმა მეცნიერებმა დინამიურ ეტიკეტზე (“Etichetta Dinamica”) პატენტი მიიღეს. გამოგონებაზე იტალიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი და მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მუშაობდა.
ახალი ეტიკეტის გამოყენება ყველა სახის ბოთლზეა შესაძლებელი და მასზე ინფორმაციის დატანა დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით ხდება. “ელექტრონული” ეტიკეტი პლასტიკის გარდა დისპლეისგან შედგება, რომელიც ელექტროენერგიას მზის სხივების საშუალებით იღებს. ეტიკეტის მოდული სრულ თავისუფლებას იძლევა, რაც კომპანიებისთვის დამატებით ეკონომიას წარმოადგენს.