in

ავიაკომპანია Etihad Airways–მა მომსახურების უპირატესობის წარმოსაჩენად VR გამოიყენა

Etihad Airways–ის ახალი სარეკლამო კამპანია, სადაც მონაწილეობას ნიკოლ კიდმანი ღებულობს, ვირტუალური რეალობის სტილშია გაკეთებული.  ავიაკომპანია მეორე წელია ცდილობს დაგვანახოს, თუ რამდენად განსხვავებული და დახვეწილია. არაბთა გაერთიანებული საემიროები ნამდვილად არ ზოგავენ თანხებს რეკლამის ხარჯებსა და ხარისხის დახვეწაზე.

 

 

ახალი კამპანია, სახელწოდებით “Reimagine”, საშუალებას გაძლევთ ვირტუალურ რეალობაში (VR) დაათვალიეროთ მთელი თვითმფრინავი. აქ წარმოდგენილია ეკონომ, ბიზნეს და პირველი კლასით მოგზაურობის უპირატესობები. თავად ნიკოლი თავის სამოთახიან ლუქს The Residence–ში ნებივრობს.

სააგენტო The Barbarian Group–მა ნამდვილად მოახერხა მთელი რიგი უპირატესობების გადმოცემა, ამ ვიდეოს ყურებისას საოცნებო საჰაერო მოგზაურობაში გეგონებათ თავი.  ხარისხი და კომფორტი დედამიწაზეც ფასობს და ჰაერშიც.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=70&v=2NxhilMIvzE

რატომ არის უსარგებლო კონკურენტებზე სწორება? – HBR

Durex-ის სახალისო ექსპერიმენტი წყვილებისთვის