in

ნახეთ: ეტიკეტების შემქმნელი მოწყობილობა უსინათლოებისთვის

ეტიკეტების შემქმნელ მოწყობილობას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. მომხმარებელს აქვს საშუალება, სწრაფად მიაკვლიოს საურველ ვიზუალს, მარტივად დაბეჭდოს მრავალი ეგზემპლარი, დიზაინით დაინტერესებულებს კი შეუძლიათ, თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ. ცხადია, ამ თუ სხვა მიზნებით მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თვალით კითხვა შეგიძლიათ. თუმცა Braille Label Maker ეტიკეტების შემქმნელი ამ მოცემულობას შეცვლის. ის დაგეხმარებათ, ბრაილის შრიფტით დაბეჭდოთ, რომლის წაკითხვასაც მხედველობა დაქვეითებული ადამიანები შეძლებენ.

ეტიკეტების შემქმნელს ადვილად გამოსაყენებელი დიზაინის ენა აქვს, რომელიც მოწყობილობის ჩაღრმავებულ ღილაკებზეა განთავსებული. თუმცა დიზაინის შედგენა შესაბამისი ადაპტირებული კლავიატურის გამოყენებით, სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობითაც შეიძლება. როცა ვიზუალი მზად იქნება, ეტიკეტის შემქმნელი მას სპეციალურ ბრაილის შრიფტის ქაღალდზე დაბეჭდავს, რომელიც თითების საშუალებით აღიქმება. 

მოწყობილობას საკმაოდ მომხიბვლელი ვიზუალი აქვს, რომლის შეყვარებაც ძალიან მარტივია. ამის პარალელურად, დიზაინერი ისააკ ჩანი საკმარისად ჭკვიანია, რომ ფოკუსირება გაეკეთებინა იმაზე, რაც ჯერ ხელებს მოეწონება, შემდეგ კი თვალებს. მოწყობილობის ფორმა, ზომა, ღილაკების განლაგება თუ ქაღალდის რულონის მოსათავსებელი ადგილი, ხელით მარტივ გამოყენებაზეა ორიენტირებული. ასევე, ეტიკეტების შემქმნელს აქვს დამტენის პორტი, რომელიც, სავარაუდოდ, MagSafe-ის სტილის კაბელს გამოიყენებს, რაც უსინათლოებისთვის მოხმარებას უკეთესს გახდის!

Emorb — 7777 უნიკალური NFT-ისგან შექმნილი ქართული პროექტი

თანამედროვე ადამიანი იმაზე 33 000 წლით ადრე წარმოიშვა, ვიდრე აქამდე გვეგონა