in ,

პარალიზებულ ადამიანებს ეტლის გონებით მართვა შეუძლიათ — ახალი ტექნოლოგია

მეცნიერებმა პარალიზებული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობა შექმნეს — ეტლი, რომელიც აზრებით იმართება. ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრებმა დეტალურად ახსნეს, როგორ ასწავლეს სრულად პარალიზებულ ადამიანებს ოთახიდან ოთახში გადაადგილება, რისთვისაც ეტლთან დაკავშირებული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი გამოიყენეს.

M2
M2

აღნიშნული ექსპერიმენტი წინა ორი კვლევის გაგრძელებაა, რომელშიც ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ. უბრალოდ, ეს მცდელობები ან დისკომფორტს იწვევდა, ან ინვაზიურ პროცედურას საჭიროებდა. ახალ ტესტში კი გონებით კონტროლირებადი ეტლი უბრალოდ მონაწილეთა კოგნიტიურ უნარებს ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად, მაგალითად, თუ მომხმარებელი ორივე ფეხის მოძრაობაზე ფიქრობს, ეტლი მარცხნივ წავა; ორივე ხელის მოძრაობაზე ფიქრის შემთხვევაში კი მიმართულება მარჯვნივ შეიცვლება.

სუბიექტებს 31-ელექტროიდიანი ჩაფხუტი ეკეთათ, რათა ეს სიგნალები არაინვაზიურად გაეგზავნათ ეტლისთვის. თანაც, მეტი სიზუსტისთვის, ის სპეციალური გელით დააწებეს თავზე. შედეგად, კიდურების მოძრაობაზე ფიქრი ეტლის უკანა მხარეს მიმაგრებულ ლეპტოპს გადაეცემოდა, რათა ხელოვნურ ინტელექტს ბორბლის მოძრაობებად გარდაექმნა.

ამ ყველაფერთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტვინის სიგნალების სწორად გასაგებად, ყველა პაციენტს განსხვავებული დრო და მიდგომა სჭირდება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ ყველა პაციენტს შეეძლება ელექტრო ეტლის დამოუკიდებლად მართვა. „ჩვენ ვაჩვენებთ, რომ როგორც მომხმარებლის, ისე ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის ალგორითმის ურთიერთდასწავლა მნიშვნელოვანია ასეთი ეტლების წარმატებული კონტროლისთვის“.

ცხადია, არსებობს შეზღუდვებიც — მაგალითად, შესაძლოა, გონებით კონტროლირებად ეტლს გარკვეული პრობლემები ჰქონდეს გარე, გადატვირთულ გარემოში მოხვედრისას. ასევე, გელი, რომელიც ჩაფხუტის მყარად დამაგრებაში იღებს მონაწილეობას, რამდენიმე საათში შრება.

IDS ბორჯომი საქართველო Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

5 რჩევა 2023 წელს Instagram-ის მონეტიზაციისთვის