in

მეცნიერები მარსზე დედამიწის მსგავსი ეკოსისტემის შექმნას აპირებენ

ამასობაში მარსის უკაცრიელ პლანეტაზე მწვანე სივრცის გაშენების იდეაც დაიბადა — ETNR-ს, ანუ არამიწიერ ნაკრძალს, სათბურის მსგავსი ტყის ბუშტის ფორმა ექნება, მისი მიზანი კი წითელ პლანეტაზე ჩვენთვის უკვე ნაცნობი ეკოსისტემის შექმნაა. 

M2
M2

კონკრეტული იდეა ბოტანიკოს პოლ სმიტს ეკუთვნის. ნაშრომში იგი მარსზე არსებული გამოწვევების შესახებ ამახვილებს ყურადღებას, რაშიც მკაცრი კლიმატი, რადიაცია და მზის ცუდი ნათება იგულისხმება. თუმცა ამის მიუხედავად, განმარტავს, რომ დედამიწაზე არსებული ცხოვრება წითელ პლანეტას მაინც შეგვიძლია მოვარგოთ. მისი მტკიცებით, ფაუნის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიცაა ნიადაგის მიკრობები, სოკოები და უხერხემლოები, იქნება ეს მიწის ჭიები თუ ობობები, ჩვეულებრივ შეძლებენ მარსზე ცხოვრებას. ფლორადან კი მასში ღვია და არყი შეიძლება გაიზარდოს…

თუმცა ეს მარსზე დედამიწის ზუსტი ასლის შექმნას არ გულისხმობს, რადგან ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ ფრინველები თუ ცხოველები არამიწიერ საცხოვრებელში გადავიდნენ, რაც, თავის მხრივ, მათ ბუნებრივი ქცევების განხორციელების საშუალებას არ მისცემს.

საინტერესოა ისიც, რომ SpaceX ამჟამად Starship-ის კოსმოსურ ხომალდზე მუშაობს, რომლის გამოყენებასაც მრავალჯერადად შეძლებს. მსგავსად, ფრენის ღირებულებას შეამცირებს და ადამიანებს მარსზე მისიების ჩატარებაშიც შუეწყობს ხელს. ამის გამო კი სმიტი ვარაუდობს, რომ SpaceX-ის დახმარებით პატარა უხერხემლოების მარსზე გამგზავრება შესაძლებელია, თანაც, გვეუბნება, რომ „მსუბუქია და სხვა ტვირთთან ერთადაც შეძლებს მგზავრობას“… ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ილონ მასკი, როცა ამ შეთავაზებას მოისმენს.

SD Solutions-ის პირველი ჰაკათონი წარმატებით ჩატარდა — წინ ბევრი ღონისძიება გველის

გაინტერესებთ, როგორ დაითვალა Veli.store-მა მომხმარებლების დრო?