in

აი, როგორ მუშაობს ადამიანებზე ზრუნვის გუნდის მენეჯერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს ეთო ჩილინგარაშვილია, რომელიც „თიბისი დაზღვევაში“ ადამიანებზე ზრუნვის გუნდს ხელმძღვანელობს. 

M: როგორია თქვენი, როგორც ადამიანებზე ზრუნვის გუნდის ხელმძღვანელის, როლი? 

ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერების გუნდის მართვა ძალაინ საინტერესო და დინამიკური პროცესია. პოზიციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მუდმივად მაქვს შეხება ახალ, საინტერესო კოლეგებთან. მათი სწავლებისა და განვითარების ეტაპები ღირებულია როგორც კომპანიის გადმოსახედიდან, ასევე მათი კარიერული განვითარებისთვისაც. ამ პოზიციაზე დასაქმებულებს დეტალურად ვაწვდით ინფრომაციას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ეს პროცესი გამოიხატება როგორც კორპორაციული მეილების, ასევე პირისპირ შეხვედრების ფორმატში. მათი პროცესში ჩართულობა სამუშაო განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

პარალელურად, ვუქმნით კომფორტულ სამუშაო გარემოს, რათა დატვირთული რეჟიმის პარალელურად ყოველდღიურობა მათზე იყოს მორგებული. კომპანიის მხრიდან ხშირად იგეგმება ემოციური ინტელექტისა და სტრესმედეგობის ტრენინგები, ვინაიდან სწორედ მათ უწევთ მომხარებელთან ყველაზე ხშირი ურთიერთობა და სხვადასხვა ემოციასთან შეხება.

M: ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერების საქმიანობა მიმოვიხილოთ – რას აერთიანებს მათი როლი?

ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერის როლი ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პოზიცია, რომლესაც პირველი შეხება აქვს მომხმარებელთან. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იმიჯს, ბრენდის გამოცდილებას და ზოგად სურათს, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი „თიბისი დაზღვევას“. ამ პოზიციის ადამიანები ასრულებენ ბრენდის ძირითად მისიას, რაც გახლავთ ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.

მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი აერთიანებს ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერებს, სამედიცინო ანაზღაურებისა და პირადი მენეჯერების გუნდს. სამივე განყოფილება ჩართულია მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში და ორიენტირებულია საუკეთესო სერვისისა და გამოცდილების მიწოდებაზე.

ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერის პოზიცია სადაზღვევო კომპანიაში ერთ-ერთი დამწყები პოზიციაა და მისი შესწავლა საინტერესო პროცესია. აქ დასაქმებული არიან ძირითადად დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და/ან ახალი კურსდამთავრებული კონტინგენტი. სწავლის პროცესში ისინი დეტალურად ეცნობიან როგორც სადაზღვევო საკითხების ძირითად პრინციპებს, ასევე, მომხმარებელთან ურთიერთობის ასპექტებს, რაც სამომავლო კარიერული განვითარებისთვის ფართო შესაძლებლობებს აძლევთ.

M: რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მომხმარებელზე ზრუნავს?

ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერი რამდენიმე მნიშვნელოვან თვისებას აერთიანებს, რომელიც შესრულებულ სამუშაოს განსაკუთრებულად აქცევს. მას შეუძლია ერთდროულად აკეთოს და შეასრულოს სხვადასხვა დავალება, ისე, რომ დაიცვას სამუშაო ხარისხი. იგი არის ყველაზე სწრაფი და ორიენტირებული გულმოდგინედ შეასრულოს დასახული მიზანი, დატოვოს მომხმარებელი კმაყოფილი ამასთანავე იყოს ზე-ემპათიური, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ შემთხვევებში.

M: როგორია სამუშაო პროცესი, როგორ გამოიხატება მომხმარებლისადმი ზრუნვა?

სამუშაო პროცესი არის ძალაინ დინამიკური და საინტერესო. ადამიანზე ზრუნვის მენეჯერი ყოველდღიურად მართავს უამრავ საინტერესო და განსაკუთრებულ შემთხვევას. საჭიროების შემთხვევაში, აზუსტებს ინფორმაციას სხვა დეპარტამენტთან და სრულყოფილი ინფორმაციით უბრუნდება მომხმარებელს. პროცესი, როგორც ხვდებით, არ არის მხოლოდ ზარის სტანდარტულად მიღება. აქ მოიაზრება მომხმარებელზე ზრუნვა, კონკრეტული ქეისების მართვა ინდივიდუალური მიდგომით, რაც საბოლოოდ გამოარჩევს მათ, როგროც მომხმარებელზე ზე- ორიენტირებულ გუნდად.

M: როგორია ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების პერსპექტივა?

ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა კომპანიის შიგნით განვითარდნენ და ძირითადი საქმის პარალელურად გამოცადონ თავი სხვადასხვა პოზიციაზე. მათთვის შექმნილია კარიერული რუკა, რომელიც საშუალებას აძლევთ უფრო დეტალურად გაეცნონ კომპანიის სხვა გუნდების სამუშაო პროცესს და მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურობაში, გაუზიარონ ახალ კოლეგებს და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. 

ამ სპეციალობის ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა განვითარდეს სადაზღვევო მიმართულებით პოზიციებზე. დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პოზიცია, რადგან ამ დროს შესაძლებლობა აქვთ ძირეულად გაეცნონ სადაზღვევო პრინციპებს, მომსახურების სტანდარტებს, რაც სამომავლო განვითარებაში მაქსიმალურად დაეხმარებათ.

 

წიგნები, რომლებიც „ამბის მთხრობელებს“ გამოადგებათ

ჰაბლის ტელესკოპმა გალაქტიკების დამაკავშირებელი „ხიდი“ დააფიქსირა