in

რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა AI სამყაროში? — Etsy-ის კითხვაზე პასუხი აქვს

ტექნოლოგიურ სამყაროში საკმაოდ ხშირი გახდა სათაურები, რომლებშიც შიშობენ ხან ხელოვნურმა ინტელექტმა არ ჩაგვანაცვლოს და ხან რობოტებმა… ბოლოს დროს კი AI-მ სულ გააგიჟა მსოფლიო, ამიტომ Etsy-მ ადამიანების დამშვიდება გადაწყვიტა. ამ მიზნით Orchard-ის სააგენტოსაც დაუკავშირდა და რეკლამაში ის ადამიანები გვაჩვენა, რომლებიც ქმნიან და ყიდიან საქონელს ონლაინ ბაზრებზე, სლოგანიც პირდაპირი აირჩიეს — Keep Commerce Human.

BOG

საინტერესოა, რომ Etsy პროჰუმანურ ბრენდად ახდენს პოზიციონირებას. ასე Dove-ის ინიციატივასაც ეხმიანებიან, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გვამცნო, რომ არასდროს გამოიყენებდა ხელოვნურ ინტელექტს ქალების სურათების შესაქმნელად ან დასარედაქტირებლად. ახლა კი Etsy გვეუბნება, რომ გაჯერებულ E-commerce ბაზარზე ჩვენ მიერ დამზადებული ნივთები ჩვენსავე გამსაზღვრელ დიფერენციაციის საშუალებას აძლევს. დიახ, აქ ხელნაკეთ ნივთებს გულისხმობენ.

ასე კი ბრენდი ცდილობს, პლატფორმაზე ვაჭრობის გამოცდილება ამაზონისა და შეინის მასიური წარმოების გამოცდილებისგან განასხვავოს და მცირე ბიზნესებს დაუჭიროს მხარი…

სტაბილურობის უზრუნველყოფა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ცვლილებების მართვა

მოძებნე „მეტროპოლის“ პლაჟი ბათუმის სანაპიროზე – ფერადი და მრავალფუნქციური სივრცე დამსვენებლებისთვის