22
Jul
2019

ევროკავშირმა Amazon-ზე გამოძიება დაიწყო

22 Jul 2019

ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო გამოძიება, როგორ იყენებს Amazon მათ პირად მონაცემებს, ვისი პროდუქციაც პლატფორმაზე იყიდება. EU-ს წარმომადგენლების თქმით, სურთ, ყურადღებით და დეტალურად  შეისწავლონ კომპანიის საქმიანობა – ხომ არ არღვევს ის ანტიმონოპოლიურ კანონს.

 

 

Euronews-ის ინფორმაციით, Amazon, Google, და Facebook იმ ამერიკულ კომპანიებს შორისაა, რომლებიც, კონკურენტებისა და ექსპერტების მტკიცებით, მონაცემებს არაკეთილსინდისიერად, ბაზარზე გავლენის გასაზრდელად იყენებენ, რაც თავის მხრივ, სხვა მოთამაშეების „ჩაძირვისა“ და გაკოტრებისკენაა მიმართული.

Photo Credit: Fudzilla.com

„ევროკავშირს შეუძლია, კომპანიები მსოფლიო ბრუნვის 10%-მდე თანხით დააჯარიმოს. მათი თქმით, ეს [პირადი მიზნებისთვის მონაცემების გამოყენება, ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა] ძალიან სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ უფრო მეტი ევროპელი სარგებლობს „ონლაინ“ შოპინგით. Amazon-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან“.

განხილვა