ევროკავშირის უახლესი რეგულაციის თანახმად, სმარტფონების მწარმოებლები ახალი მოთხოვნის წინაშე იმყოფებიან — მობილურ ტელეფონებს ადვილად შესაცვლელი ბატარეები უნდა ჰქონდეს. სხვა წესებთან ერთად, ახალი კანონი პორტატიული ბატარეების შექმნას ითვალისწინებს, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ ძველის ამოღება და ახლით ჩანაცვლება.
ამჟამად ბაზარზე არსებული სმარტფონების უმრავლესობისთვის ეს რთულ ამოცანას წარმოადგენს… მაგალითად, iPhone-ს აქვს ბატარეა, რომლის გამოცვლაც საკმაოდ ძნელია. ანალოგიური სიტუაციაა Samsung Galaxy-ის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად იხვეწება მობილური ტელეფონების ტექნოლოგია, ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება, მაგრამ ევროკავშირის ახალი წესები მალე მასაც მოაგვარებს.
„მოწყობილობაში ჩაინტეგრირებული პორტატიული ბატარეები ადვილად მოხსნადი და შეცვლადი უნდა იყოს, რათა მომხმარებლებმა დამოუკიდებლად შეძლონ თავის გართმევა. აქ იგულისხმება იცის, რომ ძველის ახლით ჩანაცვლება მოწყობილობის ფუნქციონირებასა და მუშაობაზე არ უნდა მოქმედებდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ახალი რეგულაცია ნარჩენების შეგროვების უფრო მკაცრ მიზნებს მოიცავს — პორტატიული ბატარეების შემადგენლობაში გადამუშავებული მასალა ასე უნდა გადანაწილდეს: 45% 2023 წლისთვის, 63% 2027 წლისთვის და 73% 2030 წლისთვის.
საგულისხმოა, რომ კანონის ბაზარზე ზემოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან მიღებიდან 3-დან 4 წლის ვადაში ამოქმედდება.