in

ევროკავშირი 11 მილიარდი დოლარის ღირებულების სარკინიგზო გვირაბს აშენებს

გვირაბი სკანდინავიას ხმელთაშუა ზღვასთან დააკავშირებს

სკანდინავიისა და ხმელთაშუა ზღვის დერეფანი ევროპის ეკონომიკისთვის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მნიშვნელოვან ღერძს წარმოადგენს.

BOG
BOG

დერეფანი ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოეთიდან, სამხრეთით კუნძულ მალტამდეა გადაჭიმული და მოიცავს დანიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიას, ჩრდილოეთ იტალიის ინდუსტრიულ კერებსა და სამხრეთ იტალიის პორტებს.

დღეს ბრენერის უღელტეხილი ალპებზე ტვირთის 40%-ს ატარებს, მაგრამ ციცაბო დახრილობისა და მატარებლების სიჩქარის შემცირების გამო, რეგიონი საცობებით, ხმაურითა და ცუდი ჰაერით გახდა ცნობილი, ამიტომ ევროკავშირმა გარკვეული ზომების მიღება გადაწყვიტა“, — განმარტავს დენ კორტეზე, ვიდეო არხიდან B1M, რომელმაც მასიური პროექტის ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნა.

„ბრენერის სარკინიგზო გვირაბი“ 2028 წელს ამოქმედდება. იგი მიზნად მოძრაობის შემსუბუქებასასა და გზებიდან სარკინიგზო მიმოსვლაზე გადასვლას ისახავს. თუმცა, ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ დადგენილ გარემოსდაცვით მოთხოვნებს უზრუნველყოფს. ეს კი ეკოლოგიურად მგრძობიარე ალპური რეგიონის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საინტერესოა ისიც, რომ ბრენერის სარკინიგზო მაგისტრალი 1867 წელს აშენდა, 1970-იან წლებში მას E45 მაგისტრალიც დაემატა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და, პირიქით, მთავარ სატვირთო გზას წარმოადგენდა.

„ბრენერის უღელტეხილი ზღვის დონიდან 1371 მეტრზე მდებარეობს და იგი ყველაზე დაბალი გასასვლელია ალპებში, მისი გამოყენება კი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი“, — ამბობს დენ კორტეზე B1M-დან.

სარკინიგზო გვირაბი კი ინსბურკში, ავსტრიაში იწყება და 55 კილომეტრს ფორტეცამდე (იტალია) გადის. იგი ინსბურკის შემოვლით გვირაბებს უკავშირდება, რაც მსოფლიოში ყველაზე გრძელ მიწისქვეშა სარკინიგზო კავშირსაც წარმოქმნის. მატარებლები ორი მთავარი გვირაბით გადაადგილდება, ამასთან ერთად, არსებობს 4 გვერდითი გვირაბი, რომელიც ზედაპირს უკავშირდება და მასალების გადაადგილების საშუალებას იძლევა. აქვე გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციებიც — ყოველ 333 მეტრში ორი გვირაბი ერთმანეთს შეუერთდება, 3 სასწრაფო დახმარების სადგური კი ერთმანეთისგან 20 კილომეტრის დაშორებით განთავსდება.

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

Headvice აკადემია – ყველაფერი იწყება შენით