in

ქართველების თვალით დანახული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია

„ევროკავშირისა“ და „გაეროს განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლებმა, საქართველოში, ახალი მულტიმედიური პლატფორმა წარადგინეს. პროექტი პრეზენტაცია 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა.

 

 

„პლატფორმაზე თავმოყრილია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლის ვიდეო – ვერსიები, რომლებშიც საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ“.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, პლატფორმა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა. მისი ინიციატორები კი არიან „ევროკავშირი“ (EU) და „გაეროს განვითარების პროგრამა“ (UNDP), ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „დემოკრატიის ლაბორატორია/DemLab“ თანამშრომლობით.

„ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია საკვანძო დოკუმენტია კაცობრიობის ისტორიაში. მის შედგენაში წვლილი შეიტანა სხვადასხვა წარმომავლობისა და გამოცდილების ადამიანმა, მსოფლიოს ყველა კუთხიდან. 1948 წლის 10 დეკემბერს დეკლარაცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, როგორც საერთაშორისო აქტი და ადამიანის უფლებების ყველასათვის საერთო სტანდარტი. დეკლარაციაში გამოცხადებულია 30 ძირითადი უფლება და თავისუფლება, რომელიც ყველა ადამიანზე უნდა ვრცელდებოდეს. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი დოკუმენტი, რომლის ტექსტიც ნათარგმნია 500-ზე მეტ ენაზე“.

ამიერიდან, ბილეთები ონლაინ, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გამავალ მიკროავტობუსებზე

Instagram-მა ხმოვანი შეტყობინებების ფუნქცია დაამატა