in

აჩუქეთ „ეიფორია” მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია

მათთვის, ვინც განსაკუთრებით გვიყვარს, მათთვის, ვინც ჩვენთვის ძვირფასია, ვინც შეძლო და ძლიერი გრძნობებით მყარი ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში – ყველა ამ ადამიანისთვის კომპანიას „ეიფორია” განსაკუთრებული, პირადი ჰიგიენის ახალი ხაზი აქვს, სახელად – „ჩემო მაგნოლია”.

„ეიფორია” ქართული ბრენდია, რომელიც სხეულის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. მისი დაარსების იდეა რამდენიმე წლის წინ, ორ მეგობარს გაუჩნდა. თავდაპირველად მეგობრები აბაზანის ბომბების წარმოებით შემოვიდნენ ბაზარზე, მოგვიანებით კი პროდუქცია გააფართოვეს და დღეს ხელნაკეთ, ნატურალურ კოსმეტიკას სთავაზობენ მომხმარებელს. მათ კოლექციაში ხშირად ნახავთ სურნელოვან, დეკორატიულ სანთლებსაც, რომლებიც აბაზანის მიღებას ან თავის მოვლის სხვა რუტინას კიდევ უფრო რომანტიკულ და ესთეტიკურ ელფერს ანიჭებს.

მარადმწვანე და სურნელოვანი მაგნოლია, ერთი მხრივ, ნაცნობია თითოეული ჩვენგანისთვის, მეორე მხრივ კი, ის სიმბოლური ყვავილია მთელი საქართველოსთვის. ანა კალანდაძის ლექსით დაწყებული, ქართველი მუსიკოსების მიერ არაერთხელ შესრულებული ეს სიმღერა და თავად ფრაზა: „ჩემო მაგნოლია” ყველასთვის სიწმინდის, სიდიადის, სიძლიერისა და სიმტკიცის ასოციაციას ქმნის. სწორედ ამ კონცეფციას დაეყრდნო ბრენდი „ეიფორიაც”, როდესაც ახალ კოლექციას ქმნიდა.

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი ადამიანია: ისინი, ვინც გაგვზარდა, ისინი, ვისთან ერთადაც გავატარეთ ბავშვობა, ისინი, ვინც ზრდასრულ ასაკში ავირჩიეთ და შევიყვარეთ, ისინი, ვინც ბუნებამ გვაჩუქა…ეს ადამიანები ჩვენთვის მთავარი სიმდიდრეა და მათი გახარება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მათთვის ყოველთვის რაღაც გამორჩეულს ვეძებთ. 

„ეიფორიას” ახალ ხაზში 6, სახელდახელოდ შექმნილი და შერჩეული პროდუქტია წარმოდგენილი. ესენია: აბაზანის ბომბი, ტანის კარაქი, ტანის სკრაბი, სხეულის სურნელოვანი ზეთი, სურნელოვანი საპონი, ტუჩის სკრაბი და ტუჩის ბალმი. ეიფორიას ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ცალკეულად, ისე სასაჩუქრე ნაკრების სახით. 

ეს ის პროდუქტებია, რომლებიც თავის მოვლის მიმართულებით ყველა ქალის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ნებისმიერ დროს საუკეთესო საჩუქარია. განსაკუთრებით კი ახლა, გაზაფხულზე, როცა ქალთა დღესასწაულებსა და ყვავილობის სეზონს ერთად აღვნიშნავთ. 

აღსანიშნავია, რომ ახალ ხაზს კონცეფციის შესაბამისი, ნაზი და დახვეწილი დიზაინიც აქვს, რომელზეც თამარა ბოჩიკაშვილმა იმუშავა. ფოტოები კი ლუიზა ჩალათაშვილის გადაღებულია. 

[R]

როგორ იქცა Clip Art კომუნიკაციის ერთ-ერთ ფორმად

„ეპინეფრინის პასტა“ კოსმოსში ტოქსიკური ხდება — სკოლის მოსწავლეების აღმოჩენა