in

VimpelCom-ის პროექტ Eurasia Mobile Challenge -ზე 550 ზე მეტი მონაწილე გუნდი დარეგისტრირდა

 

EMC - RUS - JourneyVimpelCom Ltd. (NASDAQ:VIP), ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერი (სათაო ოფისიამსტერდამი, ემსახურება 217 მილიონ მომხმარებელს), რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, აცხადებს, რომ მობილური აპლიკაციების კონკურსში Eurasia Mobile Challengeში მონაწილებისთვის 550-ზე მეტმა გუნდმა წარადგინა  განაცხადი. აქედან 20  განაცხადი საქართველოდან არის გაკეთებული, რომელთა ძირითადი ნაწილი რეგიონში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

საქართველოში პროექტის მხარდამჭერები არიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მარკეტერი.

„ბილაინის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს ჩვენი ქვეყნიდან Eurasia Mobile Challenge-ის მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნიდან წარდგენილი განაცხადების უმრავლესობა სოციალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ეს მიუთითებს ჩვენი ციფრული ბაზრის მაღალ პოტენციალზე და ასევე ჩვენი მონაწილეების აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი დარგის მამოძრავებელი ძალა გახდებიან და ძალიან მალე რეალურად გააუმჯობესებენ ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას“ – გიორგი ტყეშელაშვილი,ბილანის გენერალური დირექტორი.

კონკურსის წესების მიხედვით დეკემბრის შუა რიცხვებამდე მონაწილე გუნდებმა თავიანთი იდეები უნდა ჩამოაყალიბონ რეალური პროექტებისა და პროტოტიპების სახით, რომლებსაც ონლაინ შეაფასებს კომპეტენტური და მიუკერძოებელი ჟიური.  გუნდების შეფასებისას ჟიურიში შემავალი დარგის ექსპერტები თითოეული ქვეყნიდან აქცენტს გააკეთებენ შემდეგ ასპექტებზე:  ინოვაციურობა, მნიშვნელობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მასშტაბების ცვალებადობა და ორიგინალობა, ასევე ბიზნეს-მოდელის რეალურად განხორციელების პოტენციალი.

ჟიური შეარჩევს სამ ფინალისტს თითოეული ქვეყნიდან, რომლებიც გადავლენ რეგიონალურ ფინალურ რაუნდში. ფინალი გაიმართება  2016 წლის იანვარში, სადაც  შეირჩევა სამი რეგიონალური გამარჯვებული. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ Global Mobile Challenge-ში მსოფლიო მობილურ კონგრესზე, რომელიც  2016 წლის 22-26 თებერვალს ბარსელონაში გაიმართება.

Eurasia Mobile Challenge წარმოადგენს კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებს მთელი ევრაზიიდან მოუწოდებს მობილური კომუნიკაციების სფეროში შემდგომი დიდი გადაწყვეტილების შეთავაზებისკენ. კონკურსი „ვიმპელკომმა“ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და ერთდროულად ტარდება სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში „ვიმპელკომის“სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის -“Make your mark”-ის ფარგლებში (http://www.vimpelcom.com/Responsibility/Make-your-mark/).

კონკურსი ტარდება Huawei Technologies Co, Ltd.-სთან თანამშრომლობით.

კონკურსის შესახებ სიახლეების სანახავად, ეწვიეთ ვებსაიტს: www.eurasiamobilechallenge.com.

თბილისი მოლი ველურ ბუნებად იქცა! – დაცული ტერიტორიები შენია!

8 იანვარს GEM fest წარმოგიდგენთ dOP live-ს