in

VimpelCom-ი Eurasia Mobile Challenge-ის ფინალისტებს ასახელებს

Global Mobile Challenge 2017-ის  ფინალში მოსახვედრად კონკურსზე 24 გუნდი განაგრძობს ბრძოლას

BOG
BOG

VimpelCom Ltd. (NASDAQ:VIP), ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული მომსახურების წამყვანი გლობალური პროვაიდერი, (სათაო ოფისი – ამსტერდამი, 200 მილიონზე მეტ  მომხმარებელს ემსახურება), რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, სიამოვნებით ასახელებს რვა ქვეყნის  24 გამარჯვებულს, რომლებიც  Eurasia Mobile Challenge -ის ფინალში იბრძოლებენ.

ფინალი 2017 წლის 24 და 25 იანვარს ჩატარდება ერევანში, სომხეთში, გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდია:  I ადგილი – 20 000$, II ადგილი – 15 000$, III ადგილი – 10 000$.

Eurasia Mobile Challenge -ის მიზანია, ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული  ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართოს  და  შექმნას ახალი, წარმატებული მობილური პროექტები. Eurasia Mobile Challenge -ი კომპანია ბილაინის, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი კამპანიის, MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში ტარდება.

მიმდინარე წლის ფინალისტები დაახლოებით 1,000 რეგისტრირებული გუნდს შორის , შეირჩნენ რაც 2015 წელთან შედარებით  ორჯერ მეტია. ჟიურის წევრებმა რვა მონაწილე  ქვეყნიდან სამ-სამი გუნდი შეარჩიეს. 24 გამარჯვებული გუნდი თავის ინოვაციურ იდეებს  10 წევრისგან შემდგარ ჟიურის წარუდგენს. ჟიური დაკომპლექტებულია ციფრული სფეროს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

რეგიონალური ფინალზე გამოვლენილი სამი გამარჯვებული გუნდი პირველობის მოსაპოვებლად Global Mobile Challenge-ზე  გაემგზავრება, რომელიც მსოფლიო მობილურის კონგრესზე,  2017 წლის 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ბარსელონაში ჩატარდება.

– პროექტის  „Eurasia Mobile Challenge“ მიზანია  მოვიწვიოთ და ჩავრთოთ თანამედროვედ მოაზროვნე,ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი და  მივცეთ მათ შესაძლებლობა მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც შემდგომ მათ მომავალს უზრუნველყოფს –  აღნიშნა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა – ჩვენ ამაყები ვართ რომ აპლიკანტების რაოდენობა  წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და შესაბისად სულ უფრო და უფრო რთული ხდება საუკეთსო პროექტების შერჩევა .“

2016-ის Eurasia Mobile Challenge – ის  საქართველოში  გამარჯვებულ გუნდებია

  • Augep
  • Treepex
  • Persomedic

მოკლე ინფორმაცია საქართველოშ გამარჯვებული პროქტების შესახებ:

Augep  არის რესტორნის პირველი მენიუ, მობილური აპლიკაცია გაფართოებულ რეალობაში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რესტორნის მომხმარებელს იხილოს კერძის ვიზუალი, ინგრედიენტები და კალორიულობა შეკვეთამდე, მაშინაც კი როდესაც მისი თეფში ცარიელია.

 Augep შეამცირებს სასურველი კერძის შერჩევის დროს მომხმარებლისთვის, ხოლო რესტორანს შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტურად გამოიყენოს პერსონალის რესურსი, რადგან მათ აღარ მოუწევთ თითოელი კლიენტისთვის კერძების შემადგენლობის, პორციის ზომისა და ვიზუალის ზეპირსიტყვიერად ახსნა.  გარდა ამისა, აპლიკაცია დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ტექნოლოგია Augmented reality ანუ გაფართოებულ რეალობაზეა დაფუძნებული, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ის მოწოდებულია შეცვალოს სარესტორნო ბიზნესის მენიუსთან დაკავშირებული მიდგომები.

         Treepex არის ინოვაციური მიდგომა ხეების დარგვის მიმართ. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთის მხრივ treepex  სთავაზობს მომხმარებლებს, რომ ხის დარგვა გამოიყენონ როგორც საჩუქარი სხვადასხვა შემთხვევებისთვის. ხოლო კომპანიებს  სთავაზობს როგორც მწვანე მარკეტინგულ ინსტრიუმენტს, რათა შეძლონ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვა და შესაბამისად გაყიდვების ზრდა.

Persomedic ექიმებისა და პაციენტების დამაახლოვებელი პლატფორმა

პერსომედიკი არის სამედიცინო აპლიკაცია, რომელიც გამოკითხავს მომხმარებლებს სიმპტომებს, ურჩევს შესაბამისი პროფილის ექიმებს და უზრუნველყოფს არჩეულ ექიმთან შეხვედრის დაჯავშნას და ინფორმაციის მიწოდებას

გამარჯვებულბის და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს:  www.eurasiamobilechallenge.com

[R]

როგორ შეიცვალა მსოფლიო ბრენდების ლოგოები დაარსებიდან დღემდე?

#თაობა: გიორგი ზურაბიშვილი – 10 რჩეული კომპოზიცია