Euro-2016-ის თილისმა უკვე ცნობილია. ფერადი პატარა ბიჭი, წითელი ქურთუკით, ახალი ბუცებით და საფრანგეთის ნაკრების ფორმით ჩემპიონატის სახედ იქცა.
პირველად “Euro-2016”-ის თილისმა Twitter-ის “აქაუნთის” EURO2016-ის გამომწერებმა ნახეს. ტვიტერის საშუალებით ის მომხმარებელი, რომელმაც მეტი რეტვიტი დააგროვა მასკოტის პრეზენტაციაზე მოსაწვევი მიიღო. მთელი ინფორმაცია ახალ თილისმაზე ჰეშტეგის #MascotteDay საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ.
თილისმას ჯერჯერობით სახელი არ აქვს. ფეხბურთის ფანებმა რამოდენიმე ვარიანტი შესთავაზეს: სუპერ-ვიქტორი, გოალიკსი და დრიბლუ. ხმის მიცება ნოემბრის 10-დან 22-მდე მიმდინარეობდა და ამავრდოულად სოც-ქსელში ევრო-2016-ის ბიჭუნას “აქაუნთები” შეიქმნა.
ლეგენდის მიხედვით “თილისმა” უბრალო ფრანგი ბიჭია, რომლის მამა ფეხბურთელი იყო. ის ყოველდღიურად ვარჯიშობს, თამაშობს და ცდილობს ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღოს. ჯადოსნურმა ზარდახშამ სუპერგმირს შესაძლებლობები აჩუქა: წითელი მოსასხამის საშუალებით ფრენა შეუძლია და ბუცების დახმარებით შეუდარებელ ტრუკებს აკეთებს.















