in

EURO 2020-ის ფინალზე დასწრების შანსი – „სოკარი“ დიზაინერების კონკურსს აცხადებს

„კომპანია „სოკარი“ EURO 2020-ის ოფიციალური სპონსორია. ამ მოვლენას UEFA გრანდიოზულად აღნიშნავს და სხვადასხვა ხმაურიან კამპანიას „სოკარიც“ შეუერთდა – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განსხვავებული შეჯიბრი გამოვაცხადეთ – ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ შანსს, 12 ივლისს, ლონდონში ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწროს“.

კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერი, რომელიმე კონკრეტული სასწავლებლის კურსდამთავრებული, ან რაიმე კომპანიისა თუ ასოციაციის წევრი იყოთ. კომპანიაში ამბობენ, რომ კონკურსი გამოცხადდა მათთვის, ვისაც უბრალოდ დიზაინის შექმნა შეუძლია.

„ყოველ ჩემპიონატზე UEFA საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს “Young Player of the Tournament” ასახელებს. „სოკარის“ კონკურსის მონაწილეებს მარტივი დავალება აქვთ – ბოლომდე გაჰყვნენ წარმოსახვას, გასცდნენ საზღვრებს და შექმნან დიზაინი ჯილდოსთვის, რომელსაც ევრო 2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადასცემენ. კომპანია შეჯიბრს მსოფლიოს მასშტაბით აცხადებს და მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია“.

კონკურსანტებმა, თავიანთი შექმნილი დიზაინი, კომპანიის ვებგვერდზე უნდა ატვირთონ. ასევე, განათავსონ ნამუშევარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე, ჰეშთეგით #GOFAR.

„კონკურსში მონაწილეობის საშუალება მსურველებს 15 მარტის ჩათვლით ექნებათ. გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია 31 მარტს გამოქვეყნდება. ნებისმიერ მონაწილეს ეძლევა შანსი, გამარჯვების შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა ჯილდოს დიზაინის შექმნაში, მოიგოს ორი ბილეთი და დაესწროს UEFA EURO 2020-ის ფინალურ მატჩს ლონდონში, 12 ივლისს. ასევე, დაესწროს გამარჯვებულისათვის საკუთარი დიზაინით შექმნილი ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს“.

[R]

Samsung Galaxy S20-ის პრეზენტაცია საქართველოში! 

5 რჩევა – როგორ ვიპოვოთ ახალი თანამშრომლები სოციალური მედიის საშუალებით?