ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა გრძელდება. ამ საერთო მღელვარებაში ყველა ჩართულია და მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც პირველივე დღიდან არაერთი ფორმით გამოხატავს ქართული ნაკრების მხარდაჭერას.
იმისთვის, რომ არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ ქომაგებიც გაამხნევოს, ის არაერთ აქტივობას ახორციელებს. ამიტომ, თუ თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი, შეგიძლიათ, 19 ივნისიდან ეწვიოთ საქართველოს ბანკის 4 ფილიალს, სადაც ევროპის ჩემპიონატის განრიგის პოსტერის აღებას შეძლებთ.
ფილიალების მისამართებია:
- ჭავჭავაძის N62
- ყაზბეგის N15
- შინდისელი გმირების ქუჩა N17
- წერეთელის N99
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია.
[R]













