in

თიბისი $300 მილიონის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. მოზიდული თანხა, როგორც თავად ამბობენ, ქართული ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს შეუწყობს ხელს.

bog
bog-mob

„აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75%  წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის,  რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“.

თიბისის წარმომადგენლების თქმით, დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში, ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი ქართული ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია, თიბისი კაპიტალთან ერთად.

„Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ“.

5 წელიწადში, ნახევარ მსოფლიოს, 5G ინტერნეტი ექნება