1 სექტემბრის დადგომას წელს საქართველოში მხოლოდ ახალი, შემოდგომის სეზონი არ მოაქვს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე ბევრად უფრო მასშტაბურმა და ისეთმა მოვლენამ გადაფარა, რაც ჩვენს ისტორიაში პირველად ხდება და ეს გახლავთ ევრობასკეტის, საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრის ჩატარება თბილისში. საქართველო პირველად მასპინძლობს ამ ჩემპიონატს და ქართული კალათბურთის ნაკრებიც პირველად ასპარეზობს თავისივე სამშობლოში ამ შეჯიბრებაზე.
„ევრობასკეტის მასშტაბის ღონისძიება ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა, ჩვენი ნაკრების ყველა წევრი უკვე ბევრი წელია, ამ დღეს ელოდება, რადგან საკუთარ ქვეყანაში ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში განსაკუთრებულად ემოციური და საპასუხისმგებლოა. ასეთ დროს კი მათი გამხნევება და გულშემატკივრობა ჩვენი ყველას მოვალეობაა, თან კალათბურთში მეექვსე მოთამაშეს, ანუ გულშემატკივარს, უდიდესი ძალა და მუხტი აქვს და ყველას საერთო შემართებით მართლაც შეგვიძლია, რომ ფრთებიც გავშალოთ და ახალი სიმაღლეებიც დავიპყროთ”, – სოლო წიწუაშვილი, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.
საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია. ამ ღირშესანიშნავ ამბავს მან და JWT Metro-მ კოლაბორაციული ნამუშევარიც მიუძღვნეს. ეს არის ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილიცაა – „შევხვდებით ახალ სიმაღლეზე და გავშლით ფრთებს”. ვიდეორგოლი ცდილობს, გვაჩვენოს ნაკრების წევრების სიძლიერეები, მხარი დაუჭიროს ქუჩის კალათბურთის კულტურას, პატივი მიაგოს ისტორიას და გააღვივოს გულშემატკივრობა.
ვიდეო რგოლი პირველ რიგში საქართველოს კალათბურთის ნაკრების საბრძოლო შემართებას, მათ გუნდურ მიზანდასახულობას და საკუთარ ძალებში რწმენას გამოხატავს. მრავალწლიანი მუშაობის, განვითარების და წინსვლის შემდეგ შედეგად გვჯერა რომ შევხვდებით ევრობასკეტზე და გავშლით ფრთებს!”, – ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი.
1 სექტემბრამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, სპორტის სასახლეში დიდებული ამინდია და ჩვენი, გულშემატკივრების როლი ახლა ნაკრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ვიდეორგოლი გვეუბნება – გულშემატკივრის ყოველი ამოსუნთქვა არის ძალა ზურგის ქარის!