#ერთხმად – EuroBasket 2017-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ წამოწყებული კამპანიაა, რომლის ინიციატორიც ნაკრების მხარდამჭერი europebet-ია. კამპანიაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ვიდეორგოლით არ შემოიფარგლება, სააგენტო Leavingstone მუშაობს. „როგორც იცით, სულ მალე იწყება ევრობასკეტი, რომელშიც ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის, ჩვენ შევქმენით საგულშემატკივრო ჰიმნი და ვეცადეთ, მთელი საქართველოსთვის გაგვეცნო. თუმცა, ეს სიმღერა ნაკრების მხარდამჭერი კამპანიის მხოლოდ მცირე ნაწილია. დანარჩენს კი გულშემატკივარი ევრობასკეტის დაწყებასთან ერთად იხილავს“ – მარიამ ჯანჯღავა, პროექტ მენეჯერი, ლივინგსტონი.