16
Nov
2018

დღეს გაირკვევა, ევროპის პირველობისთვის რომელი ქართველი გუნდები იბრძოლებენ

16 Nov 2018

დღეს, 16 ნოემბერს, სასტუმრო Radisson-ში ევროპის სარეკლამო ფესტივალის „ევრობესტი“ გამარჯვებული გუნდები გამოვლინდება. ჟიურის 10 წევრი გადაწყვეტს, 22-24 ნოემბერს, 36 გუნდიდან, რომელი ორი გაემგზავრება ვარშავაში და ევროპის პირველობისთვის იბრძოლებს. „ევრობესტის“ ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – „თიბისი“.დამოუკიდებელი ჟიურის წევრები არიან: დავით ბირმანი, გიორგი პოპიაშვილი, დიმიტრი ვაჩნაძე, მარიამ ოსეფაშვილი, ნიკა გუჯეჯიანი, ნიკა გვენცაძე, თამარ ბადაშვილი, ნინჩო ეგაძე, ნინო სურმავა, შოთა ჩინჩალაძე.

კონკურსში მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში ეჯიბრებიან. კონკურსში ფასდება კრეატიული კამპანიის დაგეგმვა – ერთიანი კონცეფცია, დროში დაგეგმილი აქტივობები და ა.შ.

შეგახსენებთ, 13 და 14 ნოემბერს, თბილისში, ახალგაზრდული EUROBEST-ის ადგილობრივი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში ეჯიბრებოდნენ. ორკაციანმა გუნდმა (მაგ: კოპირაიტერი, არტდირექტორი), 13 ნოემბერს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მიიღო დავალება. დავალების შესასრულებლად – ინტეგრირებული კამპანიის დაგეგმვისთვის კი 48 საათი გამოიყენა. მონაწილეებს მათთვის სასურველ, ნებისმიერ სივრცეში შეეძლოთ მუშაობა.„ევრობესტი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესტი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.

განხილვა