in

მოემზადეთ Eurobest 2020-ისთვის!

თუკი ფიქრობდით, რომ 2020-ში ყველაფერი გადაიდო, იმედი უნდა გაგიცრუოთ – საერთაშორისო სარეკლამო ინდუსტრია, წელს, Eurobest 2020-ს იზეიმებს! Eurobest-ს 32-წლიანი ისტორია აქვს. მხოლოდ გასულ წელს, ფესტივალზე 38 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ესაა შესაძლებლობა, თქვენი შემოქმედება მთელი ევროპის კრეატიულ ინდუსტრიას გააცნოთ. Eurobest 2020-ის ჟიური ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებს და 23 კატეგორიაში, რჩეულ ნამუშევრებს ამ გზით გამოავლენს. კრეატიულ ფესტივალში მონაწილეობისთვის განაცხადის გაგზავნის ვადა 22 ოქტომბერს იწურება.

Eurobest 2020-ის კატეგორიებში სიახლეებია:

განახლდა PR-ის კატეგორია და მას სოციალური ჩართულობა და ინფლუენსერ მარკეტინგის სექცია დაემატა (Social Engagement & Influencer Marketing), რაც სტრატეგიული და შემოქმედებითი კომუნიკაციების ახალ მიმართულებას გამოარჩევს.

ასევე, განახლდა Film Craft-ის კატეგორია და Culture & Context-ის განყოფილება 11 ჯილდომდე გაიზარდა, რითაც კულტურულ ინსაითებსა და ადგილობრივ კამპანიებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.

Eurobest 2020-ის გამარჯვებულები 7-10 დეკემბერს გამოვლინდება!

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გაეცანით Eurobest 2020-ის გზამკვლევს.

ამას გარდა, 7 ოქტომბერს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ბრიფინგი, სადაც Eurobest 2020-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ.

ლიზა სიმონე – ლეგენდარული დედის დიდების ქვეშ აღმოცენებული ვარსკვლავი

სახლი, სადაც ცხოვრობს ბედნიერება – John Lewis-ის რეკლამა