in

ცნობილია Eurobest 2020-ის ადგილობრივი შეჯიბრის ჟიურის სრული შემადგენლობა!

Eurobest 2020-ის ადგილობრივი შეჯიბრის ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილია:

სოფო ბალავაძე – PR-ის ხელმძღვანელი, ვიონი საქართველო;
მერი გიორგობიანი –  Art Director, Innocean Berlin;
ნატალია ხიზანიშვილი – გენერალური მენეჯერი, WOLT;
გიორგი ავალიანი – Co-Founder/Creative Director, Holy Motors;
ელენკა კოხრეიძე – მარკეტინგის მენეჯერი კავკასიის რეგიონში, VISA;
კოკა ქამუშაძე – შემოქმედებითი ლიდერი, თიბისი;
თათია კარიაული – CMO, თიბისი დაზღვევა;
ირაკლი დავარაშვილი – CMO, adjarabet.com;
გიორგი ტაბატაძე – ჟუჟუნა ღვინო;
ვასკა ჩუბინიძე – ჟუჟუნა ღვინო;
ვაკო კვაჭახია – Head of Digital Marketing at adjara.com;
ნათია სვანიძე – თანადამფუძნებელი, Giovanni Morra.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი კონკურსი 3-7 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებული 2 გუნდი, საქართველოს სახელით, „ევრობესტის“ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსზე წარდგება.

ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებები, წელს, დისტანციურად გაიმართება.

ფესტივალის წარმდგენია: VISA;
შეჯიბრის მხარდამჭერები არიან:
თიბისი, mrktrg. და Leavingstone.

Visa-ს მხარდაჭერით, ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის გუნდების რეგისტრაცია უფასოა (კონკურსზე რეგისტრაციისთვის, ჯერ კიდევ, შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს).

Eurobest Young Creatives Contest არის ორიგინალური საკომუნიკაციო კამპანიის შექმნის კონკურსი. ორკაციან გუნდს ეძლევა ბრიფი, რათა მოკლე დროში შეიმუშაონ ინტეგრირებული კამპანია და წარმოადგინონ 500 სიტყვიანი ტექსტი, პლუს, 10 სლაიდიანი პრეზენტაცია.

ვერტიკალური, ფერადი და სადა – თიბისის ბარათების რედიზაინი, რომელზეც ერეკლე ინაშვილმა იმუშავა

პანდემია და შრომის ბაზარი