in

Eurobest 2022-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგანგებო Live ბრიფინგები იმართება!

Eurobest 2022-ის ციებ-ცხელება იწყება! საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსზე ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია. ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პირდაპირი ბრიფინგები 13 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს. ბრიფინგზე განიხილავენ საკითხებს, რაც 2022 წლის Eurobest-ში მონაწილეობისთვისაა აქტუალური.

ბრიფინგის სესიებზე გაგაცნობენ იმ ძირითად ინსაითებს, რაც გასული წლების გამარჯვებულ ნამუშევრებს უკავშირდება. ასევე, ჟიურის წევრების თვალსაზრისს განიხილავენ. იმსჯელებენ, თუ რა გავლენა აქვს Eurobest-ის ჯილდოს ბიზნესის განვითარებაზე.

ბრიფინგი დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ, რომელი ჯილდო რა კატეგორიას შეუსაბამოდ, როგორ დარწმუნდეთ, რომელ იდეას აქვს მოგების მეტი შანსი. გაერკვევით, თუ რა ცვლილებებია შესული ჯილდოებში, გასულ წლებთან შედარებით.

Live ბრიფინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

როგორ ვმართოთ ორგანიზაცია თავდაჯერებულად გაურკვეველ სიტუაციებში? — 5 მეთოდი

კომპანიამ თანამშრომლებს მეტავერსის „მთვარე“ შეუქმნა!