4
Dec
2015

საქართველო ევროპის მთავარი სარეკლამო ჯილდოს მფლობელია! – Eurobest 2015

4 Dec 2015

eurobest1Eurobest-ი კანის ლომების ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 1988 წელს დაფუძნდა და 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად ფესტივალის სახით ტარდება. კანის კრეატიული ფესტივალისგან განსხვავებით Eurobest-ში მონაწილეობა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე მოქმედ სააგენტოებს შეუძლიათ. Eurobest-ი აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე დიდი და პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალი. პირველი ოქრო საქართველოს 2011 წელს სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა მოუტანა, რომელიც თიბისი ბანკის გათამაშების კამპანიით მონაწილეობდა.

tbc deposit

[სრული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Y-k6pnCqdoc ]

2015 წელი ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია მთლიანად ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის, საქართველომ პირველად მიიღო წარმომადგენლობა კანის ფესტივალისგან და ფესტივალს საქართველოში ლევან ლეფსვერიძე და აკო ახალაია წარმოადგენენ. 2015 წელს ქვეყანაში პირველად ჩატარდა ახალგაზრდული კანის ლომების და ევრობესტის შესარჩევი კონკურსები.

წელს ანტვერპენში, გამართულ შეჯიბრში საქართველოს ღირსებას 2 ქართული სააგენტო იცავდა:

Live Branding – ანი გვათუა, შოთა ჩინჩალაძე. Leavingstone – ანანო მიმინოშვილი და გიორგი ავალიანი.

მონაწილეებმა დავალება ქალაქ ანტვერპენის მერიისგან მიიღეს, მათ 24 საათის განმავლობაში უნდა მოეფიქრებინათ საუკეთესო ცნობადობის კამპანია, რომელიც ქალაქში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

ქართველებს დაძაბულ ბრძოლაში 14 ქვეყნის 19 გუნდი დაუპირისპირდა, მაგრამ საუკეთესოს ტიტული სააგენტო ლივინგსტონმა დამაჯერებლად მოიპოვა!

მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისტის მოწოდებულ კადრებს დარბაზიდან!

 

 



განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] ანანო მიმინოშვილს 2015 წლის ევრობესთიდან ვიცნობთ, სადაც გიორგი ავალიანთან […]