EUROBEST-ის ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული 2 გუნდი უკვე ცნობილია – ევროპის პირველობისთვის, წელს, ვარშავაში, Followfox და Redberry იბრძოლებენ.

ახალგაზრდული EUROBEST-ის ადგილობრივი შესარჩევი კონკურსი, 8-10 ნოემბერს, თბილისში გაიმართა. მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში ეჯიბრებოდნენ და დავალება საზოგადოებაში Fake News-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხებოდა.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ, ქვეყნის მასშტაბით, 2 საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელიც, ვარშავაში [30 ნოემბერი – 2 დეკემბერი], ევროპის პირველობისთვის იბრძოლებს.

ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო:
- ნინო ეგაძე – TBC
- მარი ლორთქიფანიძე – TBC
- აკა მელიქიძე – სააგენტო „სარკე“
- სოფო ბალავაძე VEON Georgia
- გიორგი ავალიანი – სააგენტო Holy Motors
- თამარ ბასილაია – კომპანია Red Bull
- ნიკა გვენცაძე – კომპანია „ჯეოსელი“
- გიორგი პოპიაშვილი – Miami Ad School Georgia
- ლაშა გოგუა – კომპანია Europebet
- თამარ ბადაშვილი – კომპანია Adjarabet
- ნუცა სუბელიანი – სააგენტო Gepra
- ლანა ბერიძე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
- ბუბა რადიანი – სააგენტო Kollektiv
- დავით გელაშვილი – კომპანია „ბორჯომი“

„ევრობესტის“ ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – „თიბისი“.

EUROBEST ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესტი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში იმართება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის, კონკურსის წესით, საუკეთესო გუნდი ვლინდება.
2019 კონკურსანტების ნამუშევრების სრულად ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
2018 კონკურსანტების ნამუშევრების სრულად ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.











