in

“ევრობესთის” ლოკალურ კონკურსში მონაწილე სააგენტოების ნამუშევრები

„ევრობესთის“ საქართველოს ლოკალურ კონკურსში გამარჯვებულები 8 ნოემბერს გამოვლინდა. კონკურსში 12 სააგენტო მონაწილეობდა, რომელთა ნამუშევრებიც 11 კაციანმა ჟიურიმ შეაფასა. სააგენტოებს დაევალათ მოემზადებინათ ისეთი კამპანია, რომელიც ქვეყნის შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დამსწრე მაყურებლის რაოდენობას გაზრდიდა.

bog
bog-mob

მონაწილეებს კამპანია სამ განსხვავებულ საკომუნიკაციო არხში უნდა გაეშალათ:

  • Digital – იგულისხმება ონლაინ პლატფორმები, სოც. ქსელები, სმარტფონ აპლიკაციები, საიმიჯო ვებ-გვერდები, ინტერნეტ ბანერები, პრეროლები.
  • Outdoor – იგულისხმება როგორც ბილბორდები და პლაკატები, ასევე ხალხმრავალი ექსპერიმენტები, ბრენდირებული წარმოდგენები.
  • საკუთარი სურვილით შერჩეული მე-3 საკომუნიკაციო არხი.

იხილეთ ბრიფი სრულად.

მონაწილეების შედეგები:
2016-eurobest-georgia-results-671x1024იხილეთ მონაწილეების ნამუშევრები დეტალურად:

მონაწილეები:

siaჟიურის წევრები:

  • WINDFOR’S – ვატო ქავთარაძე
  • LIVE – ალექსი ჩიქოვანი
  • branding.ge – ლევან კობერიძე
  • Leavingstone – ლევან ლეფსვერიძე
  • HOLMES&WATSON – ნიკუშა ანათაძე
  • GINGERS – ქეთი ფირცხალაიშვილი
  • Redberry – გაგა დარსალია
  • Marmelads – გივი მუჯირი
  • Saatchi & Saatchi Tbilisi – ზიზი ნასრაშვილი
  • ABK – მიშა თოდუა
  • JWT Metro – ეკა ყიფიანი
  • Betterfly – ეკო ჩუბინიძე

წელს ევრობესთი 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაიმართება და მას ქალაქი რომი უმასპინძლებს, სადაც პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები Windfor’s  და Redberry გაემგზავრებიან. საქართველოში ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, ორგანიზატორი კი, კანის ოფიციალური წარმომადგენლობა და Marketer.ge

 არაფერია,  თუ სხვა შეარჩიეს – მედეა ტაბატაძე

Marks & Spencer-ის ისტორია მისის კლაუსზე – წლის ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ვიდეო