9
ნოე
2018

იწყება Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების შესარჩევი კონკურსი

9 ნოე 2018

13 და 14 ნოემბერს, თბილისში, ახალგაზრდული EUROBEST-ის ადგილობრივი ღონისძიება გაიმართება. კონკურსში მონაწილეები ერთმანეთს კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში შეეჯიბრებიან.

ქვეყნის მასშტაბით, 2 საუკეთესო გუნდს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს, რომლებიც 22-24 ნოემბერს, საასპარეზოდ, ვარშავაში, ევროპის პირველობისთვის იბრძოლებენ.

„ევრობესტის“ ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – „თიბისი“.

  • მონაწილეების რეგისტრაციის ვადაა ორშაბათი, 12 ნოემბერი, 23:59;
  • სარეგისტრაციო ლინკი: https://goo.gl/forms/9DY9vv17GW2gGZ1j1;
  • თითოეულ სააგენტოს უფლება აქვს, წარადგინოს, მაქსიმუმ, 2 გუნდი;
  • საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის რეგისტრაცია უფასოა, სხვა სააგენტებისთვის კი ღირებულებაა – 70 ლარი.

კონკურსის ფორმატი:
ორკაციანი გუნდი (მაგ: კოპირაიტერი, არტდირექტორი) 13 ნოემბერს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს დავალებას. დავალების შესასრულებლად – ინტეგრირებული კამპანიის დაგეგმვისთვის 48 საათია განსაზღვრული. მონაწილეები მათთვის სასურველ, ნებისმიერ სივრცეში იმუშავებენ თავიანთ ნაშრომებზე, შემდეგ კი, 500 სიტყვიან ტექსტსა და 10 სლაიდიან პრეზენტაციას წარმოადგენენ.

კონკურსში ფასდება კრეატიული კამპანიის დაგეგმვა – ერთიანი კონცეფცია, დროში დაგეგმილი აქტივობები და ა.შ. გარდა ტექსტებისა, პრეზენტაციაში წარმოსადგენი იქნება 3 მაგალითი, თუ როგორ იშლება მონაწილეების მიერ დაგეგმილი კამპანია საკომუნიკაციო არხებში (მაგ: ბილბორდები, ვიდეოს სცენარის აღწერა და ა.შ.).

სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ფლობა, რადგან „ევრობესტზე“ ამ ენაზე მოუწევს 2 გამარჯვებულ გუნდს ნამუშევრების წარდგენა.
საქართველოში, სამუშაო ენა ქართულია.

„ევრობესტი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.

განხილვა