in

ავტოსესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე, 75 წლამდე პირებისთვის – Eurocredit

ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა მნიშვნელოვნად გართულდა, საკრედიტო ბაზარი სრულიად შეცვალა. კომპანიებმა კი, ცვლილებები მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დასანერგად გამოიყენეს. მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“, რომელიც ავტოდაკრედიტების სფეროში 2011 წლიდან ფუნცქიონირებს, გადაწყვიტა, რომ ავტოსესხის გაცემის ასაკი 75 წლამდე გაეზარდა იმ დროს, როცა საქართველოში ფინანსური ინსტიტუტები მომხმარებლებს მხოლოდ 65 წლის ასაკამდე აფინანსებს. მარკეტერის შეკითხვებს კომპანიის ამ და სხვა სიახლეებზე მიხეილ ნონიკაშვილმა, „ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა:

M: მიხეილ, პირველ რიგში, კომპანიის შესახებ გვითხარით… რა არის „ევროკრედიტი“ და რა პრობლემას ჭრის ბაზარზე მისი არსებობა?
ევროკრედიტი“ მრავალწიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სასურველ დროს, საუკეთესო პირობებით ისარგებლონ და სწრაფი ავტოსესხის მიღებით საკუთარი პრობლემები გადაჭრან.

კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გირავნობით უზრუნველყოფილი სესხების გაცემაზეა ორიენტირებული. საკრედიტო პორტფელი თითქმის სრულად ავტოსესხებისგან არის ფორმირებული. ბაზარზე 8 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას დასაქმებული ჰყავს 200 ადამიანი.

M: რა არის ავტოსესხების ბაზარზე თქვენი უპირატესობა?
„ევროკრედიტის“ განმასხვავებელ კომპეტენციებს შორის აღსანიშნავია:

    • სწრაფი მომსახურება – მომხმარებელს ვაკრედიტებთ ყველაზე სწრაფად, სულ რაღაც 30 წუთში;
    • მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა;
    • ექსპერტული გამოცდილება სფეროში;
    • კონკურენტუნარიანი პირობები;
    • კომფორტული გარემო;
    • გაცემის პროცესი მაქსიმალურად მარტივია; არ არის აუცილებელი შემოსავლების დადასტურება, საკრედიტო ისტორია, ავტომანქანის დაზღვევა, ტექნიკური შემოწმება, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა;
    • სწრაფი ავტო სესხი გაიცემა ასევე 75 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე, ეს შეთავაზება უპრეცედენტოა ქართულ ბაზარზე;
    • შესაძლებელია თანხის ნაღდი სახით გაცემა პარტნიორი ორგანიზაცია „მანიქოს“ მეშვეობით „ევროკრედიტის“ ფილიალების სალაროებიდან;
      • დაფინანსება შესაძლებელია განსაბაჟებელი მანქანების შემთხვევაშიც;
    • „ევროკრედიტში“ სწრაფი ავტო სესხები გაიცემა 5 წლამდე ვადით. საპროცენტო განაკვეთი თვეში 0.1%-დან იწყება, ხოლო სესხის გაცემის საკომისიო 0%-დან. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე.

M: კონკრეტულად, რა სიახლეებს გულისხმობთ, რა შეიცვალა „ევროკრედიტში“ დაფუძნებიდან დღემდე? დღეს რა რეალობის წინაშეა კომპანია?
ახლახან შევთავაზეთ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი – სესხი განუბაჟებელი მანქანებისთვის, ასევე, გავზარდეთ ასაკი 75 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პროდუქტი მათ საშუალებას მისცემს, სწრაფი ავტოსესხით ისარგებლონ. 

M: ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე პირზე სესხის გაცემა, ასევე, შემოსავლების დადასტურების გარეშე მომსახურება და ა.შ. რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ის, რასაც კონკურენტულ უპირატესობად წარმოაჩენთ? რას ემსახურება თქვენი ეს ნაბიჯი?
ჩვენი მიზანია, მარტივად ხელმისაწვდომი ვიყოთ მომხმარებლთა დიდი ნაწილისთვის. მიუხედავად შეზღუდვებისა, საშუალება მივცეთ ადამიანებს, სასურველი თანხა სწრაფად და მარტივად მიიღონ. ბუნებრივია, კომპანიაში რისკების ანალიზი ხდება და პირობებსა და შეთავაზებებს ამის მიხედვით ვადგენთ. სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, სესხზე მოთხოვნა კი იგივეა, ამიტომ ვცდილობთ, მომხმარებლებს საჭიროებები დავაკმაყოფილოთ.

M: კიდევ რა დამატებითი ბენეფიტები აქვს „ევროკრედიტის“ მომსახურებით სარგებლობას?
ჩვენ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულები ვართ. დღესდღეობით, სისწრაფე და მოქნილობა მომხმარებელთა მთავარი სურვილია. მათი ნდობა ჩვენდამი კი, როგორც სფეროს ლიდერებისადმი, მნიშვნელოვანია და მუდმივად ვეცდებით, მოლოდინები გავამართლოთ.

[R]

მას სჯერა, რომ შეუჩერებელია! – Adidas ქალებისთვის

თვითმართვადი ავტობუსი – ხალხით სავსე ტრანსპორტი მძღოლის გარეშე