in

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021

განაცხადის შემოტანის ვადა ახლოვდება!

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას.  ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი, 17:00 საათი.

შეავსე ფორმა 

კონკურსის წესები

 ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  6. ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  7. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებასომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისლონდონის ოფისში.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში თამარ მიქაძე – პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. [email protected]

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
ნინო გერზმავა – პროექტის კოორდინატორი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. [email protected]

როგორ შევუწყოთ ხელი თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სადღესასწაულო დღეებში?

მსოფლიოში პირველად მამაკაცს 3D პრინტერით შექმნილი თვალი გადაუნერგეს!